"ამდენი ქართველის სტადიონზე ყოფნა დამამცირებელი იყო" - სომეხი ფანების ლიდერი

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე სომხეთისა და საქართველოს მატჩს ადგილობრივი ფან-მოძრაობის (FAF) დამფუძნებელი სერგეი ჯანჯოიანი გამოეხმაურა, რომელიც მიიჩნევს, რომ სტუმრებს მასპინძელ ფანებზე გაცილებით მეტი ბილეთი გამოუყვეს.

"ვინ უნდა იყოთ, რომ საკუთარი ნაკრების წინააღმდეგ ასეთ ყველაზე უკიდურეს ზომებებზე წახვიდეთ. ბილეთები ისე გაყიდოთ, რომ ტრიბუნებზე მეტოქის ასობით და ათასობით ქომაგი იყოს. ეს იმ დროს, როდესაც გუნდი, რბილად რომ ვთქვათ, საუკეთესო მდგომარეობაში არ იმყოფება და არენაზე ძლიერი ატმოსფეროს შექმნას უნდა შეუწყოთ ხელი.

ეს სამარცხვინო ვითარება ყოველთვის ემახსოვრებათ და მომავალი ხელმძღვანელებისთვის მაგალითი უნდა გახდეს. ამ დამცირებისთვის სომხეთის ფეხბურთის
ფედერაციამ პასუხი უნდა აგოს და სრული შემადგენლობით გადადგეს", - წერს ჯანჯოიანი თავის "ფეისბუქის" გვერდზე.

თამაშის დასასრულს ადგილობრივი გულშემატკივრები სკანდირებდნენ და ფედერაციის ხელმძღვანელებს გადადგომისკენ მოუწოდებდნენ: "წადით, წადით".

altსომხეთისა და საქართველოს მატჩს ესპანური კლუბების სკაუტები დაესწრენ

alt"ხაიტარაკუმ ენ რესპუბლიკან". მიქაუტაძის პასუხი ვან ტ’სხიპს - დუბლი და სასიამოვნო ისტორიის გაგრძელების მოლოდინი [VIDEO]

alt"ეს განსაკუთრებული ფორმაა" - მიქაუტაძეს ბოლოდროინდელი სტატისტიკა, რომელიც ყველაფერზე მეტყველებს

altსაქართველოს ნაკრები პრობლემებს აღარ იგონებს - ის, რაც ახალია და მეტის, მსოფლიო ჩემპიონატის სურვილი

მკითხველის კომენტარები / 19 /
დღეს ჩამოვედი ერევნიდან. სასწაული პატივისცემა იგრძნობოდა ყველა გამვლელი სომეხის მხრიდან თამაშამდეც და თამაშის მერე ჩვენ მიმართ.
სსს
23:33 22-03-2025
0
მასე ხუმრობდნენ სომხები ხინკალზეც და ჩურჩხელაზეც ახლა კი თვითონ სომხებმაც დაიჯერეს რომ სომხურია. ისე სომხები უფრო მეტად უნდა იყვნენ დაინტერესებულნი კარგად იყვნენ ჩვენთან მეზობლურად, რადგან სხვა მეზობელი მათ თითქმის აღარც დარჩათ (ირანი) და ზღავეზე გასასვლელიც არ ჩაიკეტონ თავიაანთი ვითომ ვირეშმაკული ზრახვებით….. დაახლოვებით ისე არ დაემართოდ რაც უკვე აზერებთან. ვითომ ჭკვიანებად თავი მოაქვთ და უჭკოები კი აღმოჩდნენ აზერებთან მიმართებაში.
Modric-ს
17:03 22-03-2025
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული