ეს ჩვენ არ შეგვშვენის... მავანს ნუ ვაჩვენებთ ჩვენი ძმობის სახეს, ნუ აძლიერებთ სტერეოტიპს, დაგმეთ არმენოფობიაც... - გამოხმაურება ინციდენტზე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა წარმატებულად ითამაშა, მასზე მსჯელობა გვსურს, ამის მიუხედავად კი მთავარ თემად მატჩის შემდეგ მომხდარი სამწუხარო ინციდენტი იქცა. ამ საკითხზე "ფეისბუქპოსტი" ჟურნალისტმა, მასწავლებელმა და ლექტორმა, ლიანა მარქარიანმა გამოაქვეყნა;

"ბოლომდე წაიკითხე!

იცით რა, კი, მე ვარ სომეხი, თან კაი, ძირფესვიანად სომეხი, მაგრამ ვიცოდი ზუსტად, რომ საქართველო გაიმარჯვებდა და დიახ, მინდოდა კიდეც, რადგან პერსპექტივას ვხედავდი მეტს. ეს არ ნიშნავს, რომ სომხეთის წაგება მინდოდა - არა, მაგრამ რაციონალურად დალაგდა ჩემს გონებაში. ის რაშიც ქვეყანა ძლიერი არაა, ჰიპოთეთურ ოცნებებში ვერც იქნება - ეს გუნდმაც
იცოდა. მაგრამ, სხვა რამეზე ვწერ…

Sportall.Ge

გთხოვთ, ნუ აზიარებთ ქართველი გულშემატკივრების ვიდეოებს და ნუ აწერთ ათას რამეს, ეს ჩვენ არ შეგვშვენის. გაუხარდათ, ხო კაი… ზედმეტშიც გადაუვიდათ, კარგი, მაგრამ მავანს ნუ ვაჩვენებთ ჩვენი ძმობის ამ სახეს, ნუ თესავთ ნეგატივს, ნუ აძლიერებთ სტერეოტიპს, დაგმეთ არმენოფობიაც და პირიქით - გვიხაროდეს გამარჯვება! სომხეთის გუნდს წინ აქვს ყველაფერი!!! 

პ.ს. არ დაგვავიწყდეს, ერს ვეთამაშეთ, რომელიც სულ რაღაც 2-3 წლის წინ ომში იყო, ლამის ბიჭების ნახევარი თაობა დაკარგა, ნახევარი კიდევ შშმ პირი ჰყავს. ამაზე თუ ასე გავგიჟდით მაშინ, კი არ მახსოვს.

Sportall.Ge

ვიმეორებ, დაანებეთ თავი ამ უაზრო პოსტების გაზიარებას! მიყვარხართ ყველა! ჩემი სომხებიც და ჩემი ქართველებიც!!!"

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა გუნდმა სომხეთის ნაკრები ორი მატჩის ჯამში 9:1 დაამარცხა და "ერთა ლიგის" B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.

altარეულობა საქართველოსა და სომხეთის მატჩის შემდეგ - რა მოხდა "დინამო არენაზე"? [VIDEO]

altსირცხვილი და მავნებლობა - თურქეთთან მატჩი შეიძლება მაყურებლების გარეშე ჩატარდეს

მკითხველის კომენტარები / 35 /
კარგი იქნებოდა ქალბატონ ლიანას ორი სიტყვა ბაგრამიანის ბატალიონზეც დაეწერა სრული ობიექტურობისთვის. და საიდან მოიტანეთ ეს არმენოფობია? ვინ ერჩის საერთოდ სომხებს? რუსები რო რუსებია, მათაც არაფერს ერჩიან საქართველოში. ასე რომ ნუ გამოგყავთ ბუზისაგან სპილო. ეგრე დაიწყეს ოსებთან და აფხაზებთან ჩორტის ჩაგდება რუსებმა და რაც მივიღეთ კი ვხედავთ. ჯობია მეორედ არმენოფობია აღარ ახსენოთ საქართველოში. ძმაკაცები გვყავს, ნათესავები გვყავს, ამდენი შერეული ოჯახია და დამღუპველია ამ სიტყვის ხმარებაც კი.
გიგო პაპა
13:25 24-03-2025
6
არავითარი, გამართლება გუშინდელ ამაზრზზენ საქციელს! ეს ის თაობაა, რომელიც დაეტაკა რუსთაველის გამზირს და საომარ პოლიგონად აქცია იქაურობა, ეს ის თაობაა,რომელიც გამოჩეკა ზურა გირჩელმა და ვეღარ გაუგიათ საქართველო რა მცნებაა, რადგანაც მაგათვის ევროპაა: დედა პირველი და დედა მეორე! ესის თაობაა, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა "გმირებად შერაცხა" და მოუწონა საქციელი, ასე გააგრძელეთო. პარადოქსი, იგივე ზურაბიშვილმა დაგმო გუშინდელი საქციელი, ბედის დაცინვაც ამას ქვია! ქალმა,რომელმაც მოუწონა პოლიციელების ცოცხლად დაწვა, ეხლა "გმობს" ასეთ საქციელს. ერთი ვიცი ამ წყალწაღებულ თაობას აღარაფერი ეშველებათ!
ვახო
17:22 24-03-2025
26

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული