ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები

AutoSharing Option
ფარერების ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ივნისში მათი გუნდი ამხანაგურად საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრა 5 ივნისს ჩვენს ქვეყანაში შედგება.

მოგეხსენებათ, "ჯვაროსნებმა" ივნისში 2 ამხანაგური მატჩი უნდა გამართონ, მეორე მეტოქის ვინაობა კი ამ დროისთვის უცნობია.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ნაკრები ფარერებს ისტორიაში ორჯერ დაუპირისპირდა. 2008 წლის მსოვლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მაშინ კლაუს ტოპმიოლერის გუნდმა გასვლაზე 6:0 მოიგო, საკუთარ მოედანზე კი მეტოქეს 3:1 აჯობა.
მკითხველის კომენტარები / 77 /
უნგრეთს ეჩალიჩეთ, უნგრეთს, ეგენი არიან პრორუსულები, არ გეტყვიან უარს.
რაო, დაგადოთ და დაკიდათ მთელმა ევროპამ?
16:35 26-03-2025
34
მადლობა ფარერებს, რომ მაგათ მაინც გვიკადრეს. ეგეც, ხვიჩას, ჟორჟის და ბიჭების დამსახურებაა, ქუხან ევროპაში, თორემ ფედერაციის დამსახურება არის 0! არავის უნდა პუტინისტურ ფედერაციასთან საქმის დაჭერა. მაგიტომაც გაურბიან, თორემ აქეთ უნდა გვთავაზობდნენ ამხანაგურებს, არა ვართ ხელწამოსაკრავები.
მადლობა ფარერებს
16:44 26-03-2025
44

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული