გიორგი მერებაშვილი შეცვლაზე შევიდა და "ვისლას" ქულა გადაურჩინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პოლონეთის ჩემპიონატის მე-8 ტურში ლიდერმა ლიუბინის "ზაგლებიემ", რომლის 16-ათასიანი სტადიონი 1/3-ით შეივსო, პლოცკის "ვისლას" უმასპინძლა და პირველი ტაიმი 2:0 მოუგო. ნაანტრაქტევს კი სტუმართა გუნდის მწვრთნელმა ირჟი ბრჟეჩეკმა ადამ ძვიგალას ნაცვლად მოედანზე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი მერებაშვილი შეუშვა და თამაშის ხასიათი შეიცვალა.

57-ე წუთზე გიორგის პასით მატეუშ პიატკოვსკიმ ერთი ბურთი გაქვითა, ხოლო 69-ზე ურუგვაელმა ლეგიონერმა ნიკოლას ვარელამ მერებაშვილის მიერ მოპოვებული პენალტით მეორედ დაამწუხრა მასპინძლები და "ვისლა" სახლში ქულით ხელდამშვენებული დაბრუნდა.

მერებაშვილმა მე-80 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

ექტსრაკლასაში ჩატარებული 8 მატჩის შემდეგ,
მერებაშვილის გუნდს 8 ქულა აქვს და მე-12 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ძალიან ახირებული ვინმეა ეს ვაისი - შეჯავრებული ჰყავს მერებაშვილი,სხირტლაძე და არაბიძე, სამაგიეროდ რაც არ უნდა ცუდ ფორმაში იყოს ყაზაიშვილი და ჭანტურია ათამაშებს, აღარაფერს ვამბობ დვალიშვილზე. სამწუხაროდ საქართველოში ვერ ან არ გამოინახა თანხა რომელიც შესწვდებოდა მწვრთნელს, ნამდვილ მწვრთნელს და არა მოყვარულებს. ...ხოლო მტერმა ისე გაგვინადგურა ინტელექტუალური საძირკველი, რომ დღესაც მოვიკოჭლებთ ფეხბურთში, კალათბურთში, ლელობურთში, პოლიტიკაში...
ქაქუცა
14:21 09-09-2017
1
აბა აქ რაზე ვისაუბროთ თუ არა ფეხბურთელზე...... მაშინ აქაც პოლიტიკაზე ვიმსჯელოთ..... უკაცრავად თუ რამე ზედმეტი მომივიდა........
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული