დანიის სუპერლიგის მე-9 ტურში, "სილკებორგმა" "ოდენსე" 1:0 დაამარცხა. 35-ე წუთზე მეტოქეს გოლი მათე ვაწაძემ გაუტანა და თავისი გუნდი დააწინაურა. მათემ გოლი ბოლოს ერთი წლის წინ, თბილისის "ლოკომოტივის" შემადგენლობაში გაიტანა. ვაწაძე 58-ე წუთზე შეცვალეს და მის მაგივრად ნილსონი გამოიყვანეს.
რაც შეეხება დავით სხირტლაძეს, ის ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ითამაშა. გოლის მომენტში სორენსენს პასი სხირტლაძემ გაუკეთა, რომელმაც შანსი ვერ გამოიყენა და ვაწაძემ დაასრულა შეტევა.
"სილკებორგი" ამ გამარჯვებით, 10 ქულით მე-8 ადგილზეა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.