16:00
"შინიკი"-"ურალი": გიორგი ჭანტურია სტუმრად იაროსლავში ჩავა და შეეცდება, გუნდს შემდეგი ეტაპის საგზურის მოპოვებაში დაეხმაროს. ქართველი შემტევის ანგარიშზე ამ სეზონში 8 თამაშში
გატანილი 2 გოლია.
"აკჟაიკი"-"ატირაუ": ყაზახეთის პრემიერლიგის მატჩში სტუმრები იქნებიან ვლადიმერ დვალიშვილი და უჩა ლობჟანიძე. ქართველთა გუნდი გასავარდნ ზონაშია და სიტუაციის გამოსწორება მართებს. დვალიშვილს 26 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.
(თბილისის დროით)
"ტომსკი"-"კრასნოდარი": თორნიკე ოქრიაშვილს რუსეთის თასის 1/16-ფინალში სტუმრის სტატუსით ვიხილავთ. ქართველი ნახევარმცველის გუნდი ფავორიტია ამ დაპირისპირებაში და მეტოქის ბარიერის დაძლევა არ უნდა გაუჭირდეს. შეგახსენებთ, რომ თორნიკე ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს ახლახან დაუბრუნდა და გოლიც გაიტანა."შინიკი"-"ურალი": გიორგი ჭანტურია სტუმრად იაროსლავში ჩავა და შეეცდება, გუნდს შემდეგი ეტაპის საგზურის მოპოვებაში დაეხმაროს. ქართველი შემტევის ანგარიშზე ამ სეზონში 8 თამაშში
"აკჟაიკი"-"ატირაუ": ყაზახეთის პრემიერლიგის მატჩში სტუმრები იქნებიან ვლადიმერ დვალიშვილი და უჩა ლობჟანიძე. ქართველთა გუნდი გასავარდნ ზონაშია და სიტუაციის გამოსწორება მართებს. დვალიშვილს 26 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.
17:00
"კარანცსლაპუჯტო"-"ბალმავიზაროში": უნგრეთის თასის 1/64-ფინალში ბაჩანა არაბულისა და ირაკლი მაისურაძის გუნდი აშკარა ფავორიტია. მათი მეტოქე სამოყვარულო ლიგიდანაა და არ არის გამორიცხული, ბევრი ქართული გოლიც ვიხილოთ. ბაჩანას რვა თამაშში 4 გოლი აქვს გატანილი.
17:30
"ვარდარი"-"რენოვა": მაკედონიის პირველ ლიგაში მორიგი სამი ქულის ჩაწერას შეეცდება ჯაბა ჯიღაურის გუნდი. "ვარდარი" ერთი კვირის წინ ევროპა ლიგაზე "ზენიტთან" განადგურდა - 0:5.
18:00
"აქტობე"-"ტობოლი": ნიკა კვეკვესკირის გუნდი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციოზე მოსახვედრად იბრძვის და დღეს აქტობედან 3 ქულის წამოღებას შეეცდება. "ტობოლი" 39 ქულით მე-4 ადგილზეა და 10 ქულა აშორებს უშუალო კონკურენტთან.
19:00
"სვიფტი"-"ვიტესი": არნემელთა გუნდი ჰოლანდიის თასის 1/32-ფინალში, მეტოქესთან უპირობო ფავორიტია და სავარაუდოდ, გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზებს. შესაძლებელია, გურამ კაშიამ ამ მატჩში დაისვენოს.
"კრამატორსკი" - "ვორსკლა პოლტავა": უკრაინის თასის 1/16-ფინალში პოლტაველთა ღირსებას ორი ქართველი დაიცავს: მცველი ანდრო გიორგაძე და თურქეთიდან დაბრუნებული ალექსანდრე კობახიძე. სავარაუდოდ, ორივე ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იქნება.

19:30
"ესტეღლალი"-"ზობ აჰანი": გიორგი გველესიანის გუნდი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად იბრძვის და ირანის ჩემპიონატში მძიმე სტარტის შემდეგ ცდილობს სიტუაციის გამოსწორებას.
20:00
"ყუბანი"-"მოსკოვის სპარტაკი": რუსეთის თასზე ითამაშებს "სპარტაკი". ჯანო ანანიძემ ტრავმა მოირჩინა და შესაძლებელია, მასიმო კარერამ ქართველს შანსი მისცეს. შეგახსენებთ, რომ ანანიძემ ტრავმა ავსტრიის ნაკრებთან შეხვედრაში მიიღო და რუსეთში დაბრუნებულს აღარ უთამაშია.
22:30
"ელექტრა"-"რაპიდი": ავსტრიის თასის 1/16-ფინალში ითამაშებს გიორგი ქვილითაია, რომელსაც შედეგიანი სეზონი არ აქვს. ქართველი ფორვარდისთვის დღევანდელი მატჩი იდეალური ვარიანტია გოლების გასატანად და ფორმაში შესასვლელად.
"გეელი"-"გენტი": ყველა მოუთმენლად ველოდებით გიორგი ჩაკვეტაძის დებიუტს "გენტში" და დიდი შანსია, ის დღეს ბელგიის თასის 1/16-ფინალში ვიხილოთ.
"კორონა"-"ვისლა": შესაძლოა, ნიკა კაჭარავა მოედანს პოლონეთის თასის 1/8-ფინალში დაუბრუნდეს. ნაკრების შეკრებაზე ჩამოსვლის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და "კორონას" შემადგენლობაში აღარ გამოჩენილა.