სხირტლაძემ და ვაწაძემ "სილკებორგი" დანიის თასის 1/8-ფინალში გაიყვანეს

AutoSharing Option
დანიის თასის მესამე რაუნდში ქართველების "სილკებორგი" რანგით მესამე ლიგის "ჰელერუპს" ესტუმრა.

33-ე წუთზე მასპინძლები დაწინაურდნენ, "სილკებორგმა" კი ანგარიში ქართული გოლით გაათანაბრა: 66-ე წუთზე მათე ვაწაძემ საჯარიმოსთან დავით სხირტლაძე მოძებნა, რომელმაც ზუსტად დაარტყა და წონასწორობა აღადგინა.

ძირითადი დრო 2:2 დასრულდა. ვაწაძე 82-ე წუთზე შეცვალეს. მანამდე ქართველმა თავდამსხმელმა ყვითელი ბარათის მიღებაც მოასწრო.

მეტოქეებმა დამატებულ დროში კიდევ თითო გოლი შეაგდეს - 3:3 და დაინიშნა პენალტების სერია, რომელშიც სხირტლაძემ ზუსტად შეასრულა მესამე დარტყმა. საბოლოოდ, "სილკებორგმა" 4:3 მოიგო და 1/8-ფინალში გავიდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული