15:00
"ურალი"-"ახმატი": მასპინძელი გუნდი და გიორგი ჭანტურია მორიგი გამარჯვებისთვის ემზადება. "ურალის" მიზანი ევროტურნირებზე მოხვედრაა და ესეთ მატჩებში პროგრამა მინიმუმი 3 ქულაა. ჭანტურიას გუნდი მე-6 ადგილზეა და ქართველი შემტევზე მასპინძელი გუნდი დიდ იმედებს ამყარებს.16:30
"პობედა"-"ვარდარი": მაკედონიის პირველ ლიგაში ჯაბა ჯიღაურის გუნდი, ბოლო 7 ტურია დაუმარცხებლად ასპარეზობს და ჩემპიონობისთვის იბრძვის. აი ევროპა ლიგაზე, "ვარდარმა" ბოლო ტურში სრული ფიასკო განიცადა და "სოსიედადმა" 6:0 გაანადგურა. მატჩში ფავორიტი რა თქმა უნდა 18:30
"აუსტრია"-"რაპიდი": გიორგი ქვილითაიას "რაპიდმა", ბოლო პერიოდში სატურნირო მდგომარეობა გამოასწორა და დღეს ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს სტუმრობს. რაც შეეხება ქართველ ფორვარდს, ავსტრიის ბუნდესლიგაში ჯერ კიდევ არ აქვს გოლი გატანილი და ალბათ დღესაც სათადარიგო შემადგენლობიდან ჩაერთვება."ჰეერენვენი"-"ვიტესი": არნემელთა ქართველი კაპიტნის გურამ კაშიას გუნდი, ერედივიზიონში მე-5 ადგილზეა და ამ სეზონში მშვენივრად გამოიყურება. მასპინძლები კი მე-6 ადგილზე არიან და თუ არნემელებს დაამარცხებენ პოზიციას გაუცვლიან. გურამ კაშიას ტრადიციულად სასტარტო შემადგენლობაში უნდა ველოდოთ.
20:00
"ანჟი"-ტულის "არსენალი": გიორგი ლორია დიდი ხნის უთამაშებლობის შემდეგ, წინა ტურში მახაჭყალელთა სასტარტო შემადგენლობაში ვიხილეთ და ვიმედოვნოთ, რომ ქართველ მეკარეს დღესაც ენდობიან. "არსენალში" დაბრუნდა გია გრიგალავა, რომელიც თავიდან ცდილობს გუნდში დამკვიდრებას და დიდი ალბათობით სათადარიგო შემადგენლობაში იქნება."ხიმნასტიკი"-"ალკორკონი": ოთარ კაკაბაძის გუნდმა, ბოლო ორი თამაში მოიგო და გასავრდნ ზონაში აღარ იმყოფება. "ხიმნასტიკი" დღევანდელ შეხვედრაშიც ფავორიტად ითვლება და მოგების შემთხვევაში თხუტმეტეულში გადავა. საქართველოს ნაკრების მცველი ტარაგონელებისთვის შეუცვლელი ფიგურაა.
20:30
კიევის "დინამო"-"შახტარი": უკრაინის ჩემპიონატის ცენტრალური მატჩი დღეს გაიმართება, დავით ხოჭოლავას "შახტარი" მთავარ კონკურენტს სტუმრობს. არ არის გამორიცხული ხოჭოლავა ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ, რაკიცკიმ ჩემპიონთა ლიგაზე წითელი ბარათი მიიღო და "ფეინიორდთან" მომავალი მატჩისთვის უკრაინელი მცველის ნაცვლად ქართველ მცველს მაქსიმალურად მოამზადებენ, რათა ჩემპიონთა ლიგას კარგ ფორმაში შეხვდეს.00:00
"სან ხოსე"-"მინესოტა": დღეს, ვაკო ყაზაიშვილის "სან ხოსეს" ბედი წყდება, MLS-ში "Decision Day" არის და დღეს გაირკვევა ითამაშებს თუ არა პლეი ოფში ქართველი ლეგიონერის გუნდი. "მინესოტას" დამარცხების შემთხვევაში "სან ხოსე" ნებისმიერ შემთხვევაში პლეი ოფშია, ფრის ან წაგების შემთხვევაში, დამოკიდებული იქნებიან ორ მდევარზე: "დალასზე" და "რეალ სოლთ ლეიქზე".Decision Day- MLS-ში არის დღე, როცა რეგულარული სეზონი მთავრდება და ირკვევა პლეი ოფში მოთამაშე გუნდების ვინაობა. ამ დღეს ყველა მატჩი, ერთსა და იმავე დროს იმართება.