გურამ კაშიამ LGBT-ფერებიან სამკლავურზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა

AutoSharing Option
AUTO PLAY
არნემის "ვიტესის" კაპიტანმა და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გურამ კაშიამ "ჰერნევენთან" (4:0) მატჩში LGBT-ფერებიანი კაპიტნის სამკლავურის გამო განმარტება გააკეთა.

აღნიშნულის შესახებ ქართველ ფეხბურთელს ჰოლანდიური გამოცემა nos.nl-ის ჟურნალისტმა ჰკითხა, რადგან ამ ქმედების გამო კაშია სოციალურ ქსელებში ქართველმა მომხმარებლებმა გააკრიტიკეს.

"ყოველთვის მხარს ვუჭერ ადამიანების თავისუფლებას და ძალადობის წინააღმდეგი ვარ. სანამ ადამიანი სხვებს ცუდს არ გაუკეთებს, მე მას მხარს დავუჭერ. რთულია ახსნა, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ზოგი ადამიანი ამას ვერ იღებს.

ძალიან ცოტანი იყვნენ, ვინც ჩემს "ფეისბუქგვერდზე" გამოხატა უკმაყოფილება და რა თქმა უნდა, მე ამისთვის
დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. ისინი ჩემით იმედგაცრუებულები იყვნენ. ეს არის და ეს.

მაგრამ მე არ მინანია, რაც გავაკეთე, ეს იყო ჩემი პასუხისმგებლობაც. მე არ ვღელავ იმაზე, თუ ვინ ხარ შენ, რას აკეთებ შენს ცხოვრებაში. თუ არაფერს უშავებ სხვა ადამიანებს, შეგიძლია იყო ის, ვინც გინდა, რომ იყო. ეს ჩემი ხედვაა და ასე არის ჰოლანდიაშიც. რამდენიმე ადამიანი ამით იმედგაცრუებული იყო, მაგრამ ეს დიდ სირთულეს არ წარმოადგენს", - განაცხადა კაშიამ.

ჰოლანდიელმა ჟურნალისტმა ასევე ქართველი ჟურნალისტის, გიორგი გიგაურის შესახებ ჰკითხა, რომელმაც თქვა: "ლგბტ კაშია საქართველოს ნაკრებიდან უნდა მოიკვეთოს".

"ეს მისი მხრიდან ძალიან სულელური საქციელი იყო, რადგან თავი რთულ სიტუაციაში ჩაიყენა და უფრო მეტი კრიტიკა ხვდა წილად. საკუთარ ეროვნებას ვერავინ შეიცვლის. ათასობით ადამიანი რომც იყოს წინააღმდეგი, თუ ჩემს ეროვნულ ნაკრებში გამომიძახებენ, მე აუცილებლად ჩამოვალ სათამაშოდ", - აღნიშნა გურამ კაშიამ.
მკითხველის კომენტარები / 69 /
ტეხავს რა, ყველაფერი არ იყიდება ფულზე და ევროპაში ცხოვრებისთვის, გარყვნილებას არ უნდა დაუჭირო მხარი...
mm
23 ოქტომბერი 2017 21:15
29
კაშია ევროპაში ცხოვრობს უკვე წლებია და მასში უკვე გაიდგა ღრმად ევროპულმა "ნეო ლიბერალისტურმა" ფესცვებმა რაც მაშტაბურად არის მოდებული მთელს ევროპაში და საქართველოშიც ცდილობენ,რომ ეს დაამკვირონ ეს არა არის გასაკვირიდი და რაღაც ახალი.
მე არ მინახავს ადამიანი იმის გამო მოეკლათ, რომ ის არის ჰომოსექსუალი უამრავი არატრადიციული ორიენტაცის ადამიანი ცხოვრობდა და ცხოვრობს საქართველოში და მათ არანაირი პრობლემები არ აქვთ ამის გამო,მაგრამ ნამდვილად არ არის მოსაწონი როდესაც ცისფერები ქალებივით ჩაცმულები დადიან ქალაქში ან გამოდიან ე,წ ტრანსვესტიტები სოციალურ ქსელებში და შეგნებულად აღიზიანებენ ადამიანებს თავიანთი ქცევით იცხოვრონ თავისთვის,მაგრამ საჯაროდ ნუ მოგვახვევენ თავს თავიანთ ორიენტაციას და ცხოვრების დეტალებს.
gio
24 ოქტომბერი 2017 02:20
5
იყვნენ ოღონდ ნუ გამოდიან. ჩემ შვილს ნუ უვარდებიან. ))))))

ცოტა სასაცილოა )))
joni
24 ოქტომბერი 2017 09:25
4
ამ ბოლო დროს შეცდომებს უმატა ეტყობა თვალი გაურბის
nnn
24 ოქტომბერი 2017 08:58
6
ეს ლიბერალები მაინც რა ორგანიზებულად წერენ ხოლმე კომენტარებს ყველგან).. ისე წელს რამდენადაც ფაჩულიამ გვასახელა, იმდენად კაშიამ მოგვჭრა თავი სამწუხაროდ( არადა რამდენი წელი ვგულშემატკივობდი ,ვიტესს' კაშიას და ვაკოს ხათრით!
ლაზი
24 ოქტომბერი 2017 02:46
10
"ქართული რაგბის მსოფლიო ლეგენდები მამათმავლობას გმობენ!

აი, შეადარეთ:

საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია ჰოლანდიის ჩემპიონატზე ქართველი კაცის შემარცხვენელი ლგბტ სამკლაურით აწონებს თავს გეი-სექტას, ქართველი რაგბისტები კი, როგორც ჭეშმარიტი ვაჟკაცები, ღიად გმობენ ლგბტ-სიბილწეს:

,,საქართველოს პარლამენტს, პრეზიდენტს, ქ.თბილისის მერიას და საკრებულოს

ჩვენ ქვემორე ხელისმომწერნი, ვემიჯნებით მამათმავლობის ბუნებრივ ნორმად გამოცხადებას და მის პროპაგანდას - როგორც პრესითა და ტელევიზიით, ასევე დემონსტრაციებითა და აღლუმებით და ნებისმიერი სხვა საშუალებებით..."

დიახ, ამ განცხადებას ხელს აწერენ ლეგენდარული ბორჯღალოსნები, რომელთაც ტაშს უკრავს მთელი მსოფლიო: მამუკა გორგოძე, დავით ზირაქიშვილი, მექო კვირიკასვილი, დავით კაჭარავა, ლაშა ხმალაძე, ლაშა მალაღურაძეთედო ზიბზიბაძე, ირაკლი აბუსერიძე, ირაკლი მაჩხანელი და სხვები...

რაგბისტები კაცები რომ არიან, იმიტომაც უყვართ საქართველოში და აფასებენ მთელს მსოფლიოში!"
გიგი
24 ოქტომბერი 2017 11:51
1
საერთოდ რაგბი კაცების თამაშია და კაცები თამაშობენ იქ, ლგბტ პირების მიმართ იმიტომ არიან ასე განწყობილი რომ ქართველი ვაჟკაცები არიან და მათ ამ პირდაპირობას ხელი რომ არ შეუშლიათ კარიერაში ნათლად ჩანს, ჩვენი ბიჭები ისეთი წარმატებულები არიან რომ თვით ინგლისი უკრავს ტაშს მათ თამაშს და 6 ერის ნაცვლად 7 ერის შექმნაზე და მათ რიგში ქართველი კაცების შეყვანა უნდათ, ამით კაშიას პირად შეხედულებას არ ვეხები მაგრამ როგორც ქართველ ვაჟკაცს შეშვენის ისე უნდა მოქცეულიყო და მაგიათ არამგონია რამე შეცვლილიყო მის კარიერაში.
roma
24 ოქტომბერი 2017 13:08
1
მამუკა გორგოძესთან საუბარი მახსენდება,მგონი იმედზე იყო,სადაც რაგბიში სიმულაციაზე და სადისციპლინო კომიტეტში მის გამოძახებაზე საუბრობდა.მამუკას დისკვალიფიკაცია მისცეს თამაშის დროს ჩხუბის გამო და მისი პასუხი ასეთი იყო.რაგბი კაცების თამაშია და ზოგჯერ ჩხუბიც ხდება,მაგრამ ემოცია მოედანზევე რჩება,თქვენი მიდგომების ბრალია,თქვენი შვილები ცისფერები რომ იზრდებიან,მე კი არ მინდა ჩვენი შვილები ცისფერები გახდნენო.ზუსტად ვერა,მაგრამ აზრი ასეთი იყო.რაგბისტები ვაჟკაცები არიან,სხვანაირად რაგბის ვერ ითამაშებ,იქაც კი ცდილობენ მამაკაცური საწყისი ჩაახშონ და ფეხბურთში რაც ხდება ,ყველა ვხედავთ,ეს უზომო სიმულაცია და კოტრიალი,პიჟონური გარეგნობა და ჩაცმის სტილი ნორმა გახდა.მათ წიაღში მართლა ბევრი იქნება გადახრილი.
სოსო
25 ოქტომბერი 2017 10:57
0
ისე მართლა რას აქტიურობენ ეს ლგბტ-მხარდამჭერები აქ და ყველგან - კომენტარებს რომ გადახედოს ვინმემ იფიქრებს საზოგადოებრივი აზრი გაყოფილია ამ მამათმავლებთან დაკავშირებითო და ამ დროს საქართველოს მოსახლეობის 90% მეტი კატეგორიულად წინააღმდეგია ყველაფერი იმისა რასაც კაშია და კალაძე ასე თავდადებით უჭერენ მხარს, მით უმეტეს ამ უაქტიურესი გეი- პროპაგანდის!
luka di montizemolo
24 ოქტომბერი 2017 10:41
4
თუ ძალადობის წინააღმდეგ გამოდიხარ მაშინ ყველას მიმართ ძალადობის წინააღმდეგი უნდა იყო და არა გარკვეული გარკვეული ჯგუფების მიმართ და სხვებმა რა დააშავეს ჩემს სამშობლოში ვერ გაიგესო ეს რას ნიშნავდა ყველამ კარგად გაიგო თავში ნუ აგივარდებათ გაფერადება განათლებას არ ნიშნავს
sos
24 ოქტომბერი 2017 10:05
3
ისე ძალიან უცნაურია როგორ უნდა წახვიდე ისეთ რამეზე, რაც შენი ხალხის სიყვარულს და პატივისცემას დაგაკარგვინებს! თან რისი და ვისი გულისთვის?!(
გიგი
24 ოქტომბერი 2017 11:16
4
ეს აკლდა სრული ბედნიერებისთვის ჩვენ ფეხბურთს.სამწუხაროა ძალიან.
-ისე ერთ რჩევას კი მივცემ ხომ ამბობს (თუ არავიის არაფერს უშავებენო)
უკვე დაგიშავეს ჯიგარ!-- სამკლაურზე,რო დაიტყეპე და ვერ გაგიგია:)))))))
ბ_-
24 ოქტომბერი 2017 12:59
1
არ ვიცი რა ვთქვა. "რა გითხრათ რით გაგახაროთ". ძლადობის მეც წინააღმდეგი ვარ მაგრამ ლგბტ პირების საქციელებიდან გამომდინარე როცა საქვეყნოდ ყვირიან ჩვენ ასეთები ვართ და უნდა გვაღიაროთო, მაშინ უკვე ძალადობის მომხრე ვხდები. რა ვქნა ვერ ვიქნები მათ მიმართ სოლიდარული, იცხოვრონ მაგრამ ნუ ჩაგვერევიან ქართულ მენტალიტეტში, მე მაგალითად კაშიას ადგილზე რაღაცეებს დავთმობდი და ამ სამკლაურს არ გავიკეთებდი.
roma
24 ოქტომბერი 2017 11:16
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული