გიორგი მერებაშვილმა გოლი გაიტანა, მისი გუნდი კი ყაიმს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-20 ტურში ქართველი ნახევარმცველის გიორგი მერებაშვილის პლოცკის "ვისლა" სახლში ფრეს (2:2) დასჯერდა ერთ-ერთ აუტსაიდერთან ნოვი სონჩის "სანდეციასთან" და 27 ქულით მე-9 ადგილზეა.

მატჩს, რომელსაც კაზიმირ გურსკის სახელობის 12 800-იან სტადიონზე 1 719 მაყურებელი დაესწრო, ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, 27-ე წუთზე გიორგიმ საპასუხო გოლი გაიტანა, მერე გუნდებმა თითო-თითო გოლი გაიტანეს და დაზავდნენ.

მერებაშვილმა ჩემპიონატის 19 მატჩში 3 გოლი გაიტანა. მისი გუნდი 16 დეკემბერს ვარშავაში პირველობის ლიდერს, "ლეგიას" ხვდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხალხო, რით ვერ გაიგეთ, რომ ფეხბურთში ყაიმი არ არსებობს და მაგას ფრე ქვია.
giorgipirweli
09:36 14-12-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული