The Sun: "ვესტ ბრომვიჩი" და "ლესტერი" საბა კვირკველიას შეძენას აპირებენ

AutoSharing Option
"სანის" ცნობით, მოსკოვის "ლოკომოტივის" ქართველი ცენტრალური მცველის საბა კვირკველიას სამსახურით "ვესტ ბრომვიჩი" და "ლესტერი" არიან დაინტერესებული და არაა გამორიცხული, იანვარში პრემიერლიგაზე გააგრძელოს კარიერა.

გამოცემის მტკიცებით, კვირკველის ტრანსფერზე ეს კლუბები მალე მიმართავენ "ლოკოს" წინადადებით და დარწმუნებული არიან, რომ თავდადებულად მოასპარეზე ქართველს, რომელმაც რუსეთის ჩემპიონატის პირველ წრეში დიდებულად ითამაშა, ინგლისურ ფეხბურთში ადაპტაცია არ გაუჭირდება. თავად საბას თურმე, კარიერის პრემიერლიგაზე გაგრძელება სურს.

"ლოკომოტივი" ქართველ მცველს 18 მილიონ ფუნტად აფასებს, მაგრამ მწვრთნელს იური სიომინს მისი გაყიდვა არ უნდა, რადგან შემადგენლობის შენარჩუნებას ცდილობს. კვირკველიას რკინიგზულ
კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
მკითხველის კომენტარები / 23 /
აა, იურა სიომინ გაუშვი საბა თორე ასკაც ცოდვაც მოგეწევა და რაღაცა დაგემართება.
zviadi
21 დეკემბერი 2017 01:26
0
გაყიდიან თუა რეალური ინტერესი, 20 მილიონ გირვანქად სიომინსაც მიაყოლებენ თუ ვინმე გადაიხდის, გაისიდან ჩორლუკა ბრუნდება და ... ის ხომ ნაკრების კაცია და საბა შესაძლოა სკამზე აღმოჩნდეს, ჭასვლა სჯობს საბასთვის, მარა ალბად, იქაც , თუ საშუალო გუნდში მოხვდა, 4-5 თამაშის მერე მაინც სკამზე აღმოჩნდება, რადგან მარტო პოდკატი და ჩაჭრა იქ არაა საკმარისი. მე წარმატებებს ვუსურვებ. თუ მოედანსაც შეხედავს და გრძელ პასს ისწავლის, თავით თამაშს და პოზიციის შერჩევასაც გამოასწორებს ნაღდადააქვს მომავალი.
vaso
20 დეკემბერი 2017 22:31
12
ვასო ჩორლუკა ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელი რომ არის ამიტომ დასვმენ საბას სკამზე? :D რუსები მაგრა ზრუნავენ ხორვატების ფეხბურთელები რომ სულ ფორმაში იყვნენ
vasos
20 დეკემბერი 2017 23:57
0
ჩემი აზრით ჯობია, რომ მოიცადოს ზაფხულამდე და უფრო ძლიერი გუნდები გადაიბირებენ.. მითუმეტეს იმის ფონზე, რომ ძალიან კარგად თამაშობს ლოკოში და ვნახოოთ
zuzz_26
20 დეკემბერი 2017 21:18
4
უნდა გადავიდეს, ღირს რისკი; მალხაზ ასათიანის და კალაძის თამაში ეროვნულ ნაკრებში შეადარეთ; თუ ტიტულებზე დამანიაკებული არ ხართ (ბაჯოს რომ ძაკარდოზე, ან კამონარეზიზე ნაკლები ტიტულები აქვს რომელიმე იტალიელი იტყვის რომ მაგათზე ნაკლები იყო), ასათიანი მთელი თავით მაღლა იდგა თავის პროდუქტიოლობით; ლოკომოტივში რომ არ ჩარჩენილიყო, გაერისკა და ევროპულ გუნდში წასულიყო, შეიძლება ქართულ ფეხბურთის ლეგენდა გამხდარიყო;
morte
26 დეკემბერი 2017 07:39
0
რა ვესბროვიჩი? :D :D
ლესტერი კიდევ ხო.
გიორგი
21 დეკემბერი 2017 13:11
0
წარმატებები რა თქმა უნდა საბას. მაგრამ, როგორც მახსოვს პრემიერ ლიგას ესეთი წესი ქონდა, რომ ფეხბურთელი რომელი ქვეყნიდანაც არის, ის ქვეყანა 70-ეულში უნდა იყოს რეიტინგში. თუ ვინმემ დაზუსტებულად იცით მოიწერეთ თუ არ დაიზარებთ.
გიორგი
21 დეკემბერი 2017 10:00
0
როგორც ვიცი არის გამაოსავალი მასეთ შემთხვევაში. ადრე დაიწერა, მაგრამ არ მახსოვს ზუსთად. მგონი კლუბი თუ დაამტკიცებს, რომ ის ფეხბურთელი აუცილებელია, მაშინ რთავენ ნებას.
გიორგი
21 დეკემბერი 2017 13:14
0
მეც ეგრე მახსოვს, სომხეთი 70-ეულში არი არი მაგრამ მხითარიანი მაინც თამაშაობს.
sandro
21 დეკემბერი 2017 12:04
0
არსად გადამსვლელი არაა.
dato
21 დეკემბერი 2017 00:07
2
ევროპის ლიგა და რუსეთის ჩემპიონატი მოიგოს ჯერ ლოკოში და მერე წავიდეს, მშვენივარ არის ახლა იქ სადაც არის.
epoqa
21 დეკემბერი 2017 12:02
0
უნდა გადავიდეს სასწრაფოდ. წარმატებები....
levan
21 დეკემბერი 2017 11:46
0
სამწუხაროდ ტყუილი იქნება, თორემ ლესტერში თამაში მაგარი იქნება საბასთვის.
mahrezi da vardi
21 დეკემბერი 2017 15:09
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული