The Sun: "ვესტ ბრომვიჩი" და "ლესტერი" საბა კვირკველიას შეძენას აპირებენ

AutoSharing Option
"სანის" ცნობით, მოსკოვის "ლოკომოტივის" ქართველი ცენტრალური მცველის საბა კვირკველიას სამსახურით "ვესტ ბრომვიჩი" და "ლესტერი" არიან დაინტერესებული და არაა გამორიცხული, იანვარში პრემიერლიგაზე გააგრძელოს კარიერა.

გამოცემის მტკიცებით, კვირკველის ტრანსფერზე ეს კლუბები მალე მიმართავენ "ლოკოს" წინადადებით და დარწმუნებული არიან, რომ თავდადებულად მოასპარეზე ქართველს, რომელმაც რუსეთის ჩემპიონატის პირველ წრეში დიდებულად ითამაშა, ინგლისურ ფეხბურთში ადაპტაცია არ გაუჭირდება. თავად საბას თურმე, კარიერის პრემიერლიგაზე გაგრძელება სურს.

"ლოკომოტივი" ქართველ მცველს 18 მილიონ ფუნტად აფასებს, მაგრამ მწვრთნელს იური სიომინს მისი გაყიდვა არ უნდა, რადგან შემადგენლობის შენარჩუნებას ცდილობს. კვირკველიას რკინიგზულ
კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
მკითხველის კომენტარები / 23 /
აუცილებლად უნდა გარისკოს და გადავიდეს.თუ მოუმატა და გაქაჩა ხომ კარგი და თუ არადა რუსეთში ყოველთვის დაბრუნდება.
თემო
21 დეკემბერი 2017 03:00
0
აა, იურა სიომინ გაუშვი საბა თორე ასკაც ცოდვაც მოგეწევა და რაღაცა დაგემართება.
zviadi
21 დეკემბერი 2017 01:26
0
არსად გადამსვლელი არაა.
dato
21 დეკემბერი 2017 00:07
2
"ლესტერი" კარგ და გააზრებულ ფეხბურთს თამაშობს. არ არის ცუდი ვარიანტი.
მერაბი
20 დეკემბერი 2017 22:39
0
გაყიდიან თუა რეალური ინტერესი, 20 მილიონ გირვანქად სიომინსაც მიაყოლებენ თუ ვინმე გადაიხდის, გაისიდან ჩორლუკა ბრუნდება და ... ის ხომ ნაკრების კაცია და საბა შესაძლოა სკამზე აღმოჩნდეს, ჭასვლა სჯობს საბასთვის, მარა ალბად, იქაც , თუ საშუალო გუნდში მოხვდა, 4-5 თამაშის მერე მაინც სკამზე აღმოჩნდება, რადგან მარტო პოდკატი და ჩაჭრა იქ არაა საკმარისი. მე წარმატებებს ვუსურვებ. თუ მოედანსაც შეხედავს და გრძელ პასს ისწავლის, თავით თამაშს და პოზიციის შერჩევასაც გამოასწორებს ნაღდადააქვს მომავალი.
vaso
20 დეკემბერი 2017 22:31
12
ვასო ჩორლუკა ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელი რომ არის ამიტომ დასვმენ საბას სკამზე? :D რუსები მაგრა ზრუნავენ ხორვატების ფეხბურთელები რომ სულ ფორმაში იყვნენ
vasos
20 დეკემბერი 2017 23:57
0
ნებისმიერ ტოპ ლიგის ნებისმიერ გუნდში გადავიდეს მაქვს დიდი იმედი მოახრხებს თავის გამოჩენას და ყურადღებასაც მიიპყრობს.
კახა
20 დეკემბერი 2017 22:16
0
ლეისისტერში გადასვლა ურიგო არ არის თუ მართლაც ასეა. უესტ ბრომვიჩი გავარდნის პირას არის, მათთან გადასვლას აზრი არ აქვს.
niko
20 დეკემბერი 2017 21:48
0
პრემიერ ლიგის გუნდში მაგარ გამოცდილებას მიიღებს, ტემპს აუწევს და მაგარი კლასნი მცველი გვეყოლება აუცილებლად დაუფასდება თავდაუზოგავი შრომა რასაც საბა აკეთებს, წარმატებები ძმაო
ManЧестერი
20 დეკემბერი 2017 21:47
2
ჩემი აზრით ჯობია, რომ მოიცადოს ზაფხულამდე და უფრო ძლიერი გუნდები გადაიბირებენ.. მითუმეტეს იმის ფონზე, რომ ძალიან კარგად თამაშობს ლოკოში და ვნახოოთ
zuzz_26
20 დეკემბერი 2017 21:18
4
წარმატებები ღმერთი შენსკენ
roma-ni
20 დეკემბერი 2017 21:12
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული