ირაკლი სირბილაძე შესაძლოა "იაროში" დაბრუნდეს

AutoSharing Option
ქართველი ფორვარდი ირაკლი სირბილაძე, რომელსაც თავისი ძირითადი კარიერა ფინეთის სხვადასხვა კლუბში აქვს გატარებული, საფეხბურთო კლუბ "იაროში" სინჯებს გაივლის.

ფინური მედიის ცნობით, აღნიშნულ კლუბს 35 წლის შემტევის დამატების სურვილი აქვს.

სირბილაძე "იაროში" 2011/12 წლების სეზონშიც ასპარეზობდა და 15 შეხვედრაში 9 გატანილი გოლის ავტორიც გახდა.

ბოლოს იგი "კპვ კოკოლაშიც" თამაშობდა, საიდანაც სეზონის დასრულების შემდეგ წამოვიდა.

რაც შეეხება "იაროს", კლუბი ფინეთის რანგით მე-2 ლიგაში - იუკონენში ასპარეზობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული