ჰოლანდიის ერედივიზიაში მოედანზე მხოლოდ 22 წუთი გაატარა გურამ კაშიამ. "ვიტესის" ქართველმა კაპიტანმა საჰაერო შეჯახებისას წარბი გაიხეთქა და ამიტომ შესაცვლელი შეიქნა. აღსანიშნავია, რომ არნემელები ქართველი კაპიტნის გასვლამდე 1:0-ს იგებდნენ, შემდეგ კი საშინაო მატჩში "ექსელსიორთან" 1:2 დამარცხდნენ. "ვიტესი" კვლავ ევროპის ლიგის ზონაშია და 37 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს.
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მორიგი მატჩი წააგო გიორგი აბურჯანიას "სევილია ატლეტიკომ", რომელიც სახლში "ალმერიასთან"
ქართული დუელი არ შედგა "ხიმნასტიკისა" და "სარაგოსას" დაპირისპირებაში. ტარაგონელთა მხრიდან შეუცვლელად ითამაშა ოთარ კაკაბაძემ, ხოლო სტუმართა რიგებში გიორგი პაპუნაშვილი სათადარიგოთა შორის დარჩა. "სარაგოსამ" კი მეტოქე 2:0 დაამარცხა. "ხიმნასტიკი" 32 ქულით მე-18 პოზიციას იკავებს, "სარაგოსა" კი 37 ქულით მე-11 ადგილზეა.
ბელგიის ჩემპიონატის 27-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის "გენტი" საკუთარ მოედანზე დაუზავდა ერთ-ერთ აუტსაიდერ "მეხელენს" - 2:2.
მოულოდნელად, უკვე მე-19 წუთზე მასპინძლები 0:2-ს აგებდნენ და შესვენების შემდეგ მწვრთნელმა გიორგი ჩაკვეტაძე შეუშვა შეცვლაზე, რომელსაც როგორც წესი, შეხვედრის ბოლო 20-25 წუთს ათამაშებს ხოლმე.
მართალია, მას გოლი არ გაუტანია და საგოლე გადაცემა არ გაუკეთებია, მაგრამ აქტიური იყო და თამაშის შემოტრიალებაში თავისი წვლილი შეიტანა. გოლები მეორე ტაიმში რანჯელო ჯანგამ და რომან იარემჩუკმა გაიტანეს და შეხვედრა 2:2 დასრულდა.
"გენტი" 44 ქულით სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა და 24 თებერვალს სტუმრად "ბევერენს" ხვდება.
ჩემპიონთა ლიგაზე სახლში "ლივერპულთან" სირცხვილნაჭამმა "პორტუმ" (0:5) ჯავრი პორტუგალიის ჩემპიონატის 23-ე ტურში "რიო ავეზე" იყარა (5:0).
"რიო ავეს" მეკარე გიორგი მაკარიძე, ისევე, როგორც წინა შეხვედრაში "მარიტიმოსთან", კვლავ სათადარიგო იყო და ისმის კითხვა - თუ არ ათამაშებდნენ, რატომ აიყვანეს სეზონის ბოლომდე "მორეირენშედან" იჯარით?
"რიო ავე" ჩემპიონატში 36 ქულით მე-5 ადგილზეა და შემდეგ ტურში, 24 თებერვალს "დესპორტივო ავესს" უმასპინძლებს.
უხვგოლიანი ფრე ითამაშა ავთო ებრალიძის "ვიზეუმ", რომელიც სახლში "ნასიონალს" დაუზავდა - 3:3. ქართველი ფორვარდი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელადაც ითამაშა. მისი "ვიზეუ" კი 40 ქულით მეხუთეა.
შვეიცარიის ჩემპიონატის 22-ე ტურში "ლუცერნი" გასვლაზე დაუზავდა "ციურიხს" - 1:1 და 27 ქულით სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა.
თუ წინა შეხვედრაში "გრასჰოპერსთან" მწვრთნელმა ახალწვეული ქართველი ნახევარმცველი ვაკო გვილია ნაანტრაქტევს შეუშვა მოედანზე, ამჯერად სასტარტოში დააყენა და 67-ე წუთზე შეცვალა.
შემდეგ ტურში, 25 თებერვალს "ლუცერნი" "თუნს" მასპინძლობს.
უკრაინის ჩემპიონატის მე-20 ტურში დონეცკის "შახტარმა" ხარკოვში ოდესის "ჩერნომორეცი" გაანადგურა - 5:0.
ეს შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა ქართველმა მცველმა დავით ხიჭოლავამ.
შეგახსენებთ, 21 თებერვალს დონბასური გუნდი ამავე სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ შეხვედრაში "რომას" მასპინძლობს.
ალექსანდრე კობახიძისა და ანდრო გიორგაძის "ვორსკლამ" საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა "ვერესი". გიორგაძე სათადარიგოთა შორის დარჩა, კობახიძე კი მეორე ტაიმის დამატებით დროში შეცვალეს. "ვორსკლას" 34 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა.
"კარპატის" შემადგენლობაში არ შედგა ნიკა სანდოხაძის დებიუტი, რომელიც ლვოვის გუნდში "სამტრედიიდან" გადაბარგდა. "კარპატი" სახლში "ზორიასთან" 0:2 დამარცხდა, სანდოხაძე კი სათადარიგოთა შორის დარჩა. მისი გუნდი 15 ქულით ბოლო პოზიციაზეა.
პოლონეთის ექსტრაკლასას 23-ე ტურში ქართველი ფორვარდის, ნიკა კაჭარავას კელცეს "კორონა" სტუმრად "სანდევიციას" დაუზავდა - 3:3.
მატჩს ქალაქ ნიეჩიზას 4 666-იან სტადიონზე 1 252 მაყურებელი დაესწრო. ნიკამ შეუცვლელად ითამაშა და მე-40 წუთზე გოლი გაიტანა. მან ქვეყნის მიმდინარე პირველობის 15 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.
"კორონა" სატურნირო ცხრილში 35 ქულით მე-5 ადგილზეა.
გიორგი მერებაშვილის "პლოცკმა" საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა "ზაგლებიე". მასპინძელთა ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 81-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც ანგარიში 1:0 იყო. "პლოცკმა" 36 ქულა დააგროვა და მე-5 პოზიციაზე დამკვიდრდა.
"არკას" რიგებში განაცხადში არ ყოფილა გუნდის ქართველი ფორვარდი ლუკა ზარანდია. მისი კლუბი კი "ვისლასთან" საგარეო მატჩში 3:2 დამარცხდა. 32 ქულით ზარანდიას გუნდი მე-8 ადგილზეა.
"ლეხთან" 0:2 დათმო საგარეო მატჩში ლაშა დვალის "პოგონმა". სტუმართა ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა. "პოგონს" 20 ქულა აქვს და ბოლო, მე-16 პოზიცია უკავია.
გერმანიის მე-2 ბუნდესლიგაში "ნიურგბერგმა" საკუთარ მოედანზე 3:1 დაამარცხა "დუისბურგი". მასპინძელთა ქართველი ნახევარმცველი ლუკას ჰუფნაგელი განაცხადში არ გახლდათ. "ნიურბერგი" 44 ქულით სატურნირო ცხრილში პირველია.
საგარეო მატჩში "ბრაუნშვაიგთან" 0:1 დამარცხდა აკაკი გოგიას "უნიონი". გოგიამ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათიც მიიღო. მისი "უნიონი" კი 31 ქულით მეათეა.
იტალიის სერია "ბ"-ში "ემპოლიმ" საკუთარ მოედანზე 4:0 გაანადგურა "პარმა". როგორც იცით, ლევან მჭედლიძე დიდი ხანია ტრავმირებულია, თუმცა ბოლო დროს მან ვარჯიში განაახლა. ტოსკანელებს კი 49 ქულა აქვთ და პირველ ადგილზე იმყოფებიან.
ავსტრიის ბუნდესლიგაში "შტურმთან" საშინაო ფრე (1:1) ითამაშა გიორგი ქვილითაიას "რაპიდმა". მასპინძელთა ქართველი ფორვარდი ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 62-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც მისი გუნდი 0:1 მარცხდებოდა. "რაპიდს" 36 ქულა აქვს და მეოთხე პოზიცია უკავია.
ავსტრიის ბუნდესლიგაში მათე ვაწაძისა და დავით სხირტლაძის "სილკებორგმა" სახლში 1:1 ითამაშა "ლიუნგბიუსთან". ვაწაძე სათადარიგოთა შორის დარჩა, სხირტლაძე კი განაცხადშიც არ გახლდათ. ქართველების გუნდი 24 ქულით მეათეა.
ქულას დასჯერდა საბა ლობჟანიძის "რანდერსი", რომელმაც "ჰობროსთან" სახლში 0:0 ითამაშა. მასპინძელთა ქართველი ნახევარმცველი ძირითადში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს. "რანდერსი" 15 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლოა.
განახლდა ჩეხეთის ჩემპიონატიც, სადაც ირაკლი სიხარულიძის დებიუტი არ შედგა. მისმა "სლოვაცკომ" კი საგარეო მატჩში "ოსტრავა" 2:1 დაამარცხა. სიხარულიძე განაცხადში არ ყოფილა, მისი გუნდი კი 15 ქულით მე-13 ადგილს იკავებს.
სლოვაკეთის ფორტუნა ლიგაში გოლით გამოირჩა ვახტან ჭანტურიშვილი. მისმა "ტრნავამ" გასვლაზე 4:1 გაანადგურა "ზლატკო მორავცე", ქართველმა კი მე-12 წუთზე ანგარიში გახსნა და შეუცვლელადაც ითამაშა. "ტრნავას" 46 ქულა აქვს და პირველი ადგილი უკავია.
აქ კი საერთოდ აზრის გამოტანა ჭირს: ("ავსტრიის ბუნდესლიგაში "შტურმთან" საშინაო ფრე (1:1) ითამაშა გიორგი ქვილითაიას "რაპიდმა". მასპინძელთა ქართველი ფორვარდი ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 62-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც მისი გუნდი 0:1 მარცხდებოდა. "რაპიდს" 36 ქულა აქვს და მეოთხე პოზიცია უკავია. ")