რატომ ათამაშა მასიმო კარერამ ძლივს ფეხზე დაყენებული ჯანო ანანიძე მოყინულ მოედანზე?

AutoSharing Option
როგორც გაუწყეთ, "ლოკომოტივსა" და "სპარტაკს" შორის რუსეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის მატჩის დიდთოვლობის გამო გადატანა უნდოდათ, მაგრამ მაინც ჩაატარეს და 0:0 დასრულდა.

კოჭ-წვივზე ოპერაციაგაკეთებული ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე ესპანეთში ფიზიოთერაპევტის მეთვალყურეობის ქვეშ ინდივიდუალურად ვარჯიშობდა, 27 თებერვალს დაბრუნდა მოსკოვში, გუშინწინ პირველად ივარჯიშა გუნდთან ერთად და ამ შეხვედრაში მწვრთნელმა მასიმო კარერამ 78-ე წუთზე შეცვლაზე შეუშვა.

თამაშის კომენტატორმა აღნიშნა, რომ ჯანო მოედანზე დაიკარგა, რაც არც არის გასაკვირი, ვინაიდან -15 გრადუსში, ასეთ მოედანზე ის თავს ვე
რაფრით ვერ წარმოაჩენდა და თანაც, ერთიც აუცილებლად აღსანიშნავია - კერძოდ, რა იმის განსაკუთრებული აუცილებლობა იყო, რომ ფეხზე ძლივს დაყენებული ანანიძე მოყინულ მოედანზე არ შეეშვა?

აი, "ლოკომოტივის" მწვრთნელი იური სიომინი კი თავის თავდამსხმელებს არის და ფარფანს გაუფრთხილდა და ეს ასე ახსნა:"ერთი წუთითაც არ გავრისკავდი. წინ კიდევ 9 მატჩი და ევროპა ლიგა გვაქვს. რატომ? ტრავმა რომ მიეღო, მთელი სეზონი გაუცდებოდა. იგივეს ვიტყოდი ფარფანზე. შემეძლო გამაყუჩებლით მეთამაშებინა. ჩვენ ხომ წინ 9 შეხვედრა გვაქვს. სეზონი არ დასრულებულა".
მკითხველის კომენტარები / 8 /
ითამაშებდა და დაიმტვრეოდა, თავს გაუფრთხილდებოდა და “ჩაიკარგებოდა”, ნათელი ტაქტიკაა, ვერაფერს იტყვი.
Expert
19:33 05-03-2018
0
რა უკრაინიდან სამი კაცის დამატება???!!! . ეროვნული ნაკრებში უნდა იყვნენ მარტო ქართველები , ან მაქსიმუმ საქართველოში დაბადებულ გაზრდილი , ან ნახევრად ქართველი უნდა იყოს, ტიპს ფული გადაუხადო და ჩამოათრიო რა აზრი აქ? საკლუბო დონეზე კი ბატონო, უხდება კიდეც. მაგრამ ქვეყანა ქცეყანააა, რას გავს საფრანგეტი , ინგლისი, ბელგია, Hოლანდია, ვერ გაიგებ რა ყვეყანაა! Aრგენტინა, ბრაზილია, და მტელი აფრიკა ჩამოიყვანეს და მაგან უტირა დედა ფეხბურთს, სუფთა დოღი გახდა, დარბიან, დარბიან,დარბიან და არანაირი სილამაზე რაც ადრე ქონდა ფეხბურთს .... ვინც არ მეთანმხმებით ცივი წყალი დალიეთ...!
Vasili
15:02 05-03-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული