უკრაინის ჩემპიონატის 25-ე ტურში "კარპატიმ" ლვოვში 3:1 დაამარცხა "ჩერნომორეცი". 28-ე წუთზე სტუმართა გუნდის ნახევარმცველი ივან მატიაჟი მასპინძელთა ცენტრალურ მცველს ნიკა სანდოხაძეს ეუხეშა, ამ უკანასკნელმა თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო და ექიმების დახმარებით დატოვა მოედანი.
ნამატჩევს "კარპატის" მწვრთნელმა ოლეგ ბოიჩიშინმა განაცხადა, რომ ნიკას კოჭ-წვივის ტრავმა აქვს და ექიმები ყველაფერს იღონებენ მის მწყობრში დროზე ჩასაყენებლად.