როგორც იცით, "ბალმაზიუვაროში" უნგრეთის უმაღლესი ლიგიდან გავარდა.
"საშინლად არ გაგვიმართლა და სამწუხაროდ, გავვარდით. ახლა ეს უკვე წარსულია და ამაზე საუბარს აზრი აღარ აქვს.
"ბალმაზიუვაროშთან" ჩემი კონტრაქტი გაწყდა, რადგან გავარდნის შემთხვევაში შეთანხმება ასეთი იყო.
რაც შეეხება ჩემს სავარაუდო ახალ გუნდს, ჯერ 2-3 დღეა მორჩა სეზონი და რაიმეს თქმა გამიჭირდება. მალე გაირკვევა, სად ვითამაშებ მომავალ სეზონში.
არის რაღაც შემოთავაზებები, როგორც უნგრეთიდან, ასევე სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ
საქართველოში დაბრუნება? სიმართლე გითხრათ, ამაზე არ მიფიქრია, რადგან კარიერაში წინსვლა მსურს.
რაც შეეხება "ბალმაზიუვაროშში" ჩემს ორ ყოფილ ქართველ თანაგუნდელს, როგორც ირაკლი მაისურაძე, ისე ლაშა შინდაგორიძე, კლუბიდან წამოვიდნენ.
მათაც კონტრაქტში ჩემი მსგავსი პუნქტი ჰქონდათ, რომელიც გავარდნის შემთხვევაში გუნდიდან წასვლას ითვალისწინებდა; თანაც, მეორე ლიგაში ლეგიონერებზე ლიმიტია დაწესებული", - აღნიშნა არაბულმა.
"ყველაფერ ამის შემდეგ გამოვლენ და იტყვიან: საქართველოში რატომ არ რჩებიანო?!"