ამის მიზეზი კი ისაა, რომ ქართველ სპეციალისტს უკეთესი გუნდის ჩაბარება სურს. მის სახელს ვარშავის "ლეგიას", თელ-ავივის "მაკაბის" და "ანორთოსისს" უკავშირებენ.
კვიპროსული წყარო ასევე იტყობინება, რომ "ნეფტჩის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი ახლა "ინტერის" ყოფილი დამრიგებელი ანდრეა სტრამაჩონია, რომელმაც მოსაფიქრებლად დრო ითხოვა.
ის ასევე "უდინეზეს", პრაღის "სპარტასა" და "პანათინაიკოსსაც" ავარჯიშებდა.
ბაქოს "ნეფტჩიმ" თემურ ქეცბაიას გუნდის გაწვრთნა შესთავაზა