გურამ კაშია "სან ხოსეში" მიმდინარე კვირაში გადავა

AutoSharing Option
გურამ კაშია "სან ხოსეში" მიმდინარე კვირაში ოფიციალურად გადავა. ამის შესახებ აშშ-ის კლუბის დირექტორმა ჯოელ სორიამ განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებები ბოლო სტადიაზეა და მცირე დეტალების მოგვარების შემდეგ გურამი აშშ-ს მიაშურებს.

როგორც იცით, "სან ხოსეში" "ვიტესის" კაპიტნის ყოფილი თანაგუნდელი და მისი ახლო მეგობარი ვაკო ყაზაიშვილი ირიცხება.

კაშია "ვიტესში" 2010 წლიდან მოყოლებული თამაშობდა. მან 8 სეზონში ერედივიზიონში 257 შეხვედრაში ითამაშა, ევროპის ლიგაზე კი 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

altგურამი და ვაკო კვლავ ერთად - კაშიას ტრანსფერი ყაზაიშვილის "სან ხოსეში" თითქმის გადაწყვეტილია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული