საბა კვირკველია: ჩემი აგენტი "ლესტერთან" აწარმოებს მოლაპარაკებას

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველმა საბა კვირკველიამ დაადასტურა, რომ შეიძლება "ლესტერში" გააგრძელოს კარიერა.

"ლესტერთან" მოლაპარაკებას ჩემი აგენტი აწარმოებს. ამ დღეებში გახდება ცნობილი, გადავალ თუ არა ინგლისურ კლუბში", - განუცხადა კვირკველიამ 1tv.ge-ს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ლესტერის" მწვრთნელი კლოდ პიუელი პირადადაა დაინტერესებული კვირკველიას თავის გუნდში გადაყვანით და "მელიები" მზად არიან, ტრანსფერში 17 მილიონი ევრო გადაიხადონ.

altინგლისური პრესა: "ლესტერის" მწვრთნელს საბა კვირკველიას დამატება სურს

altleicestermercury: კვირკველიას რეპუტაცია გაცილებით გაიზარდა და ის "ლესტერის" სამიზნეა

მკითხველის კომენტარები / 21 /
რავი მე რუსი ვარ , მარა მეგრელებიც ჩემი ძმები არიან და კახელებიც , და რაჭველებიც კიდე , აქ გაზრდილი ვარ რათქმაუნდა და ამ ქვეყნის ინტერესი ჩემი ინტერესია , კვირკველია კიდე რო ძან მაგარია მაგაზე ორი აზრი რო არ არის ამას მარტო რუსეთში კი არა ყველგან აგიარებენ რათ უნდა მაგას პიარი ))))) ალბათ იხუმრეთ
iurichi
19 ივნისი 2018 01:39
0

megreli megrels - მე არვიცი თქვენ წისქვილზე ვინ რას მოგიყვათ და როგორ, არც იმას გიშლით ვინმე კუთხურობით რომ იამაყოთ, ისევე როგრც ნებისმიერი კუთხის წარმოადგენელი იამაყებდა, მე განსაკუთრებულობის და სხვაზე კუთხის მიმართ ზევიდან ყურების საპასუხოდ დავწერე. თუ კიდევ ერთხელ გადახედავთ რის საფუძველზე რა მივწერე, ჩემი მინაწერის შინაარს უფრო ფარდოთ დაუკვირდებით, წესით უნდა მიხვდეთ რასაც ვგულისხმობ, თუ არადა, მე მაგით არაფერი დამაკლდება.
stig
18 ივნისი 2018 15:30
6
ეუფ?!
au chemi
19 ივნისი 2018 01:36
0
ბაჩო კაი კახური პასუხი კი მოგიხდებოდა, მაგრამ ნამეტანი გავჯენტლმენდით :)) სწორედ მიგითითეს და მიიღე შენიშვნა მეგობარო.
რა ვქნათ ეხლა შევაჯიბროთ რომელ კუთხეს უკეთესი ფეხბურთელები გაუზრდია თუ როგორ? კახეთიდან ისე არ ყოფილან ისეთი ლეგენდები როგორიც მესხი, პაიჭაძე, იამანიძე, მეტრეველი, ყიფიანი, ჩივაძე, გუცაევი, მაჩაიძე, ბოლო თაობებში ქინქლაძე, კალაძე, კობიაშვილი, არველაძე და გენი გვაკლია თუ რა გამოგდის ეხლა მაგ ნათქვამით?!
ჩვენი ერთი მეზობელი ქვეყნის ხალხს ახასიათებს ყველაფერში პირველობის უაზრო ამბიცია, რაც ქართველებს არ შეგვფერის მეგობარო. ჩვენში თავმდაბლობა აამაღლებდა ყოველთვის კაცს.
ხო და ამიტომ დაფიქრდი ჩემო პატარა მეგობარო (ზრდასრული კაცი არ დაწერდა ესეთ რამეს, დარწმუნებული ვარ) სანამ რამეს იტყვი საჯარო სივრცეში.
დამიჯერე ჯეჯელავა, ბარქაია, სიჭინავა, დარასელია, ხურცილავა, ბოლო თაობებიდან ქეცბაია არავიზე ნაკლებად მეამაყება. ამათში საუკეთესოს გამორჩევა უკვე გემოვნების საკითხია და არა კუთხურობის.
AQWE
18 ივნისი 2018 17:56
0
სოსო,
რა არ მოგეწონა? რუსეთს რომ ღო-რ-უსეთი ვუწოდე? თუ სიმართლე რომ დავწერე მაგ "ტრანსფერზე"?
Modric
18 ივნისი 2018 15:19
6
მოდრიჩ, ბევრ ლაპარაკს ჯობია 2 წიგნი წაიკითხო და იქნებ ამ ურაპატრიოტიზმსაც შეეშვა. მეც მასე ვეძახდი ღორებს რუსებს ლამის მთელი ცხოვრება, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ცოტა სხვანაირადაა საქმე. ღორობას რაც შეეხება, ყველა ერს ჰყავს ღორები - ზოგს მეტად, ზოგს ნაკლებად. რუსებს შეიძლება ვინმეზე ოდნავ მეტად, მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ სხვები ანგელოზები არიან.
odala
18 ივნისი 2018 17:40
3
ბაჩო გ-ს. კვირკველია ისეთივე მეგრელია, როგორც ნოე ჟორდანია. საბა ნაღდად არაა მეგრელი, თუმცა მისი გვარის მეგრულ წარმომავლობას, რაღაც უხილავი კავშირი უნდა ქონდეს დადიანების მეძებარ ძაღლთან.
giga
18 ივნისი 2018 13:22
3
საქართველოში არიან პროფესიონალი ფეხბურთელები კვირკველოა,კაშია,კანკავა და გვილია რომლებიც სერიოზულობით უდგებიან ფეხბურთს.ამ სიას შეიძლება დავამატოთ ქვილითაია,კაკაბაძე, ხოჭოლავა და ერთობლიობაში კი იმის თქმა მინდა რომ მეგრული გენი მაინც სულ სხვაა ქართულ ფეხბურთში და საერთოდ ყველა სფეროში...
ბაჩო გ
18 ივნისი 2018 12:18
22
შოვინიზმს ნუ აღვივებთ, არასდროს მოუტანია კარგი და არც მოიტანს.
stig
18 ივნისი 2018 15:04
2
მეგრელობა საამაყოა ჩემთვის, მაგრამ შენ რაღაცეები გეშლება ჩემო მეგობარო. წისქვილში ნათქვამი ფრაზების როშვა საჯაროდ არ შეიძლება.
megreli megrels
18 ივნისი 2018 13:24
4
ეტყობა რომ წესიერი კაცია,მცველი ხომ საიმედოა.წარმატებები საბას,ყველას გაგვეხარდება პრემიერ ლიგაში ჩვენი კაცის ყოფნა.
status quo
18 ივნისი 2018 11:58
0
შრომისმოყვარე, პროფესიონალი, პატიოსანი, ზრდილობიანი ახალგაზრდა ქართველი კაცი, როგორიც ქართულ ფეხბურთში დღესდღეობით იშვიათია სამწუხაროდ, მაგრამ ხალხი ისეა გაბოროტებული ყველას და ყველაფრის მიმართ ანთხევენ შურს და გესლს :@ წარმატებები საბას და თუ ეს ტრანსფერი დაბოლოვდება ვუსურვებ რომ ფეხი აუწყოს პრემიერლიგის ტემპს, ისე გააგრძელოს როგორც ჩაატარა ბოლო სეზონი ლოკომოტივში და სეზონის ბოლოს იქაც სიმბოლურების და გამოკითხვების ლიდერი იყოს...
Ziqenbud
18 ივნისი 2018 11:10
0
რა პიარის ნაწილი??? სკეპტიკოსების საპასუხოდ: ვინც ფეხბურთს თვალს ადევნებს და ოდნავ ერკვევა უნდა იცოდეს როგორი ტიპის ადამიანია საბა. კეთილშობილი და ზეპატიოსანი. აბსოლუტურად გამორიცხულია რომ რაიმე ავანტიურაში და ტყუილში ჩაეროს. ასე რომ 100% ცხადია რო ინტერესი უსერიოზულესია. ასე რო არ იყოს საბა არ დაადასტურებდა. + მართლა ძალიან მაგარი მცველია. რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო მცველები კი ინგლისის პრემიერლიგაში ბევრჯერ გვინახავს. მაგალითად შკრტელი ლივერპულში, ან ვიდიჩი მანჩესტერში.
რატი
18 ივნისი 2018 11:03
0
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ლესტერის" მწვრთნელი კლოდ პიუელი პირადადაა დაინტერესებული კვირკველიას თავის გუნდში გადაყვანით)))))))

და სხვანაირად როგორ უნდა იყოს?))))))))

gio bazadze
18 ივნისი 2018 10:50
0
მაგიჟებს ხოლმე ასეთი რამეები :)) თითქოს სიტყვების მნიშვნელობას ვერ ხვდებიან და დაზეპირებული ტექსტებით წერენ/საუბრობენ. კომენტატორებიც და მთელი ჟურნალისტებიც ასე არიან :(
odala
18 ივნისი 2018 17:33
0
პრემიერ ლიგა საუკეთესო არჩევანია! ნეტავ გამოვიდეს!
მერაბი
18 ივნისი 2018 10:50
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული