გიორგი მაკარიძემ "რიო ავესთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "რიო ავეს" მეკარე გიორგი მაკარიძემ კლუბთან კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლომდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ პორტუგალიური პრესა იუწყება.

როგორც იცით, მაკარიძე "რიო ავეში" გასულ სეზონში ჩაირიცხა, თუმცა გუნდში თავი ვერ დაიმკვიდრა და თამაში სათადარიგოთა შორის უხდებოდა.

ახლა კი პორტუგალიური კლუბის რიგები ძირითადმა მეკარემ, ბრაზილიელმა კასიომ დატოვა და გიორგიც ძირითადი შემადგენლობის კარის დარაჯად განიხილება.

მაკარიძემ აღნიშნა, რომ მისთვის ევროპის ლიგაზე თამაში დამატებითი მოტივაციაა და კლუბის დახმარება სურს.

altგიორგი მაკარიძე "რიო ავეში" დარჩება და სავარაუდოდ, კლუბის პირველი მეკარე გახდება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული