როგორც იცით, მაკარიძე "რიო ავეში" გასულ სეზონში ჩაირიცხა, თუმცა გუნდში თავი ვერ დაიმკვიდრა და თამაში სათადარიგოთა შორის უხდებოდა.
ახლა კი პორტუგალიური კლუბის რიგები ძირითადმა მეკარემ, ბრაზილიელმა კასიომ დატოვა და გიორგიც ძირითადი შემადგენლობის კარის დარაჯად განიხილება.
მაკარიძემ აღნიშნა, რომ მისთვის ევროპის ლიგაზე თამაში დამატებითი მოტივაციაა და კლუბის დახმარება სურს.
გიორგი მაკარიძე "რიო ავეში" დარჩება და სავარაუდოდ, კლუბის პირველი მეკარე გახდება