მაჭარაშვილი 8 წუთით შეუშვეს შეცვლაზე და ევროპა ლიგაზე "შტუმბრასს" "აპოლონი" დაამარცხებინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ლიეტუვას "შტუმბრასმა" 1:0 მოუგო კვიპროსის "აპოლონს" და ეს ერთადერთი გოლი 90-ე წუთზე ქართველმა ნახევარმცველმა ლევან მაჭარაშვილმა გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ლევანი 82-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, კონტრშტევაზე დაიჭირა მეტოქე და ულამაზესი გოლი გაიტანა.

მაჭარაშვილი 21 წლისაა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია და შარშან თებერვალში "ობოლონიდან" გადავიდა "შტუმბრასში".
მკითხველის კომენტარები / 3 /
ლევანმა გუჯა კახაძის სირბილის გაკვეთილები გაიარა და მგონი სისწრაფეზე და სირბილის მანერაზეც შეეტყო.ყოველ შემთხვევაში მე ვნახე ვიდეო,სადაც ახლად ტრავმა მოშუშებულმა ლევან მაჭარაშვილმა,გუჯა კახაძის რამდენიმე მითითების შემდეგ,სულ რამდენიმე წუთში შესძლო ერთ "რივოკზე"დროის 0,4 წამით შემცირება,ხოლო რამდენიმე კვირიანი მეცადინეობების შემდეგ რადიკალურად გაუუმჯობესდა გრძელ მანძილზე სირბილის და მკვეთრ აჩქარებებზე გამძლეობა.ტრავმა გამძლეობა.გუჯამ მას უბრალოდ სწორი სირბილი ასწავლა,გახარჯული ენერგიის უკან დაბრუნება და სასტარტო სიჩქარის წამიერი აღება.ძალიან დაინტერესებული ვარ ლევან მაჭარაშვილის თამაშით,რადგან ის ჩემთვის ტესტია გუჯა კახაძის მეთოდებისა და ჯერჯერობით რასაც ვხედავ,ამართლებს.ვინც დაინტერესდა ,ნახოს ფეისბუკზე გუჯა კახაძე და მისი ვიდეოდან სხვას თუ არაფერს,ადგილიდან სისწრაფის სწრაფად აღებას მაინც ისწავლის.არც ეს იქნება ცუდი.
სოსო
09:52 13-07-2018
1

სიახლეები პოპულარული