გიორგი მერებაშვილი "კორონასთან" მატჩის 35-ე წუთზე გააძევეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პოლონეთის ექსტრაკლასა მეორე ტურში გიორგი მერებაშვილის "ვისლა" პლოცკში 1:2 დამარცხდა ვატო არველაძის კელცეს "კორონასთან".

მასპინძელთა ნახევარმცველმა მერებაშვილმა 35-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მისი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, პირველი ტაიმი კი 0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ სტუმართა გუნდში შეცვლაზე შევიდა თავდამსხმელი არველაძე. 53-ე წუთზე სორიანომ თერთმეტმეტრიანით "კორონა" დააწინაურა, 90-ეზე ჯუკიჩმა მეორედ დაამწუხრა პლოცკელები, ხოლო 90+7-ე წუთზე კარლიტოსმა ერთი ბურთი გაქვითა.

altგიორგი მერებაშვილი გოლით დაბრუნდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
მალადეც! 35 წუთში ორი ყვიტელი თავდსამსხმელის რანგში! !
დათო
00:07 04-08-2018
1
ვერ გავიგე რატომ გააძევა? თუ სიმულაცია ჩათვალა არ იყო სიმულაცია რაგან წამოდგა და ტამაში გააგრძელა. მე ვფიქრობ წონასწორობა დაკარგა დაიმიტომ დაეცა
იაგო
09:05 04-08-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული