ესპანური პრესა: დიდი შანსია, ოთარ კაკაბაძე ლა ლიგაში ამ ზაფხულსვე გადავიდეს!

AutoSharing Option
საიტი Diarimes.com-ი "ხიმნასტიკის" მომდევნო სეზონსა და სატრანსფერო ფანჯარაზე წერს, სადაც საუბარი საქართველოს ნაკრებისა და ტარაგონული კლუბის მცველ ოთარ კაკაბაძეზეცაა.

გამოცემა იუწყება, რომ დიდი შანსია, 31 აგვისტომდე, ვიდრე სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება, კაკაბაძე და "ხიმნასტიკის" კიდევ ერთი ფეხბურთელი სტოლე დიმიტრიევსკი ლა ლიგაში გადაბარგდნენ.

"ოთარ კაკაბაძე და სტოლე დიმიტრიევსკი "ხიმნასტიკს", სავარაუდოდ, ამ ზაფხულს დატოვებენ და ლა ლიგის გუნდში გადავლენ, თუმცა ბოლომდე გარკვეული არაფერია.

კაკაბაძეს გასულ წელს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა და მისით პრიმერა დივიზიონის კლუბები არიან დაინტერესებულნი", - წერია საიტზე.

2 თვის წინ Sportall.ge-მ
კაკაბაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. მაშინ ოთარი საუბრობდა, რომ დაინტერესება იყო, თუმცა კონკრეტული შეთავაზება გაკეთებული არ ყოფილა.

altექსკლუზივი. ოთარ კაკაბაძე: მთავარია შემოთავაზება, თორემ დაინტერესება ახლაც არის...
საქართველოს ნაკრების მცველი "ხიმნასტიკის" წევრი 2016 წლიდან არის, ერთი წლით კი დანიურ "ესბიერგში" იყო განათხოვრებული.

altინტერვიუ ოთარ კაკაბაძესთან: დარჩება თუ არა ქართველი "ხიმნასტიკში"?

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული