შოთა არველაძე: "ფახთაქორში" ალიშერ უსმანოვის წყალობით პრაქტიკულად ყველაფერი შეიცვალა

AutoSharing Option
ტელეარხმა "უზბეკისტანი 24"-მა დოკუმენტური ფილმი გამოუშვა, სადაც რუსი მილიარდერის, ალიშერ უსმანოვის მიერ "ფახთაქორში" განხორციელებული ინვესტიციების შესახებაა საუბარი.

უსმანოვმა კლუბში 20 მლნ დოლარის ინვესტიცია დააბანდა.

"წელს "ფახთაქორი" ყველას ახარებს. ალიშერ უსმანოვის წყალობით, პრაქტიკულად, ყველაფერი შეიცვალა: მენეჯმენტი, მწვრთნელები, ფილოსოფია", - თქვა გუნდის ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ.

უახლოეს მომავალში კლუბის სტადიონის მოდერნიზაციას გეგმავენ. პროექტი 100 მლნ დოლარადაა შეფასებული.

შეგახსენებთ, რომ ადრე უსმანოვმა "არსენალის" საკუთარი აქციების წილი გაყიდა. რუსი ბიზნესმენის ქონება დღეისთვის 12.5 მლრდ დოლარით ფასდება.

altFinancial Times: კრონკემ უსმანოვისგან "არსენალის" 615 მლნ-ის

აქციები შეიძინა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული