10. ჯაბა ჯიღაური - საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ყაზახურ გაუგებრობას თავი დააღწია და ფრანგულ "გრენობლში" აღმოჩნდა.
"გრენობლი" ლიგა 2-ის გუნდია და ამ ასპარეზზე ჯაბას თავის გამოჩენის უფრო მეტი შანსი აქვს.
ჯაბა ჯიღაურის მიერ შესრულებული "თბილისო" "გრენობლის" სადილზე [VIDEO]
9. ბექა მიქელთაძე - "რუსთავიდან" "ანორთოსისში" გადასვლა საკმაოდ კარგი ტრანსფერია, 20 წლის ნიჭიერ თავდამსხმელს ახალი ასპარეზი სჭირდებოდა.
"ანორთოსისმა" ბექა მიქელთაძის გოლით გაიმარჯვა [VIDEO]
8. ზაურ მახარაძე - საქართველოს ნაკრების ახალწვეულმა მეკარემ დონეცკის "ოლიმპიკი" დატოვა და ლუგანსკის "ზორიას" კარს იცავს. ლუგანსკური კლუბი უფრო ძლიერი გუნდია.
7. გურამ კაშია - საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია "ვიტესიდან" "სან ხოსეში" გადავიდა. ამერიკულ კლუბში გადასვლიდან, მან ეგრევე მოიპოვა ძირითად შემადგენლობაში ადგილი.
6. ავთო ებრალიძე - 26 წლის ქართველი ნახევარმცველი პორტუგალიის უმაღლესი ლიგის "ჩავესში" გადავიდა. "ჩავესმა", რომელიც გასულ ჩემპიონატზე მეექვსე ადგილზე გავიდა, ებრალიძეს ორსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმა.
ლეგიონი: ბეგლარიშვილის გოლი, ებრალიძის საგოლე გადაცემა
5. გიორგი არაბიძე - 20 წლის ქართველი ფეხბურთელი კარიერას პორტუგალიის უმაღლესი ლიგის კლუბ "ნასიონალში" აგრძელებს. "ნასიონალი" წელს გადავიდა უმაღლეს ლიგაში. მათ ქართველს 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.
გიორგი არაბიძისგან გაბრწყინებას ელიან - "მან მსოფლიოს თავი უკვე გააცნო"
4. ოთარ კიტეიშვილი - საქართველოს ეროვნული ლიგა დატოვა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელმა და გრაცის "შტურმის" წევრი გახდა. 22 წლის კიტეიშვილს "შტურმმა" ოთხსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმა.
კიტეიშვილი "ვოლფსბერგერთან" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს [VIDEO]
3. ოთარ კაკაბაძე - "ლუცერნმა" "ხიმნასტიკიდან" საქართველოს ნაკრების მცველი ოთარ კაკაბაძე დაიმატა. ჩვენებურმა შვეიცარიულ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. გარიგების საფასურმა ნახევარი მილიონი ევრო შეადგინა.
ამის გამო გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი - ოთარ კაკაბაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს
2. გიორგი აბურჯანია - საქართველოს ნაკრების 23 წლის ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია სეგუნდა დივიზიონის "ლუგოში" გადავიდა. "სევილიამ" აბურჯანია "ლუგოში" ერთი სეზონით გააიჯარა და მან ახალ გუნდში ასპარეზობა წარმატებულად დაიწყო.
აბურჯანია ნუმანსიასთან მატჩის 84-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 90+5-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა [VIDEO]
1. გიორგი ქვილითაია - საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია "რაპიდიდან" "გენტში" გადავიდა. "გენტმა" გიორგის ოთხსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმა. სატრანსფერო თანხამ 3 მილიონი ევრო შეადგინა.