საფრანგეთიდან ბელგიამდე - ზაფხულის TOP 10 ქართული ტრანსფერი

AutoSharing Option
ცხელი ზაფხული დასრულდა და შემოდგომა დაიწყო, როდესაც ყველა ჩემპიონატი ასპარეზობის აქტიურ ფაზაში გადადის. ამ ზაფხულს ბევრი ქართული ტრანსფერი განხორციელდა, თუმცა გთავაზობთ 10 საუკეთესო ქართულ ტრანსფერს.

10. ჯაბა ჯიღაური - საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ყაზახურ გაუგებრობას თავი დააღწია და ფრანგულ "გრენობლში" აღმოჩნდა.

"გრენობლი" ლიგა 2-ის გუნდია და ამ ასპარეზზე ჯაბას თავის გამოჩენის უფრო მეტი შანსი აქვს.

altჯაბა ჯიღაურის მიერ შესრულებული "თბილისო" "გრენობლის" სადილზე [VIDEO]

9. ბექა მიქელთაძე - "რუსთავიდან" "ანორთოსისში" გადასვლა საკმაოდ კარგი ტრანსფერია, 20 წლის ნიჭიერ თავდამსხმელს ახალი ასპარეზი სჭირდებოდა.

კლუბში მას ენდობიან და ძირითად შემადგენლობაში ადგილი უკვე დაიბევა.



alt"ანორთოსისმა" ბექა მიქელთაძის გოლით გაიმარჯვა [VIDEO]

8. ზაურ მახარაძე - საქართველოს ნაკრების ახალწვეულმა მეკარემ დონეცკის "ოლიმპიკი" დატოვა და ლუგანსკის "ზორიას" კარს იცავს. ლუგანსკური კლუბი უფრო ძლიერი გუნდია.

7. გურამ კაშია - საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია "ვიტესიდან" "სან ხოსეში" გადავიდა. ამერიკულ კლუბში გადასვლიდან, მან ეგრევე მოიპოვა ძირითად შემადგენლობაში ადგილი.

6. ავთო ებრალიძე - 26 წლის ქართველი ნახევარმცველი პორტუგალიის უმაღლესი ლიგის "ჩავესში" გადავიდა. "ჩავესმა", რომელიც გასულ ჩემპიონატზე მეექვსე ადგილზე გავიდა, ებრალიძეს ორსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმა.



altლეგიონი: ბეგლარიშვილის გოლი, ებრალიძის საგოლე გადაცემა

5. გიორგი არაბიძე - 20 წლის ქართველი ფეხბურთელი კარიერას პორტუგალიის უმაღლესი ლიგის კლუბ "ნასიონალში" აგრძელებს. "ნასიონალი" წელს გადავიდა უმაღლეს ლიგაში. მათ ქართველს 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.



altგიორგი არაბიძისგან გაბრწყინებას ელიან - "მან მსოფლიოს თავი უკვე გააცნო"

4. ოთარ კიტეიშვილი - საქართველოს ეროვნული ლიგა დატოვა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელმა და გრაცის "შტურმის" წევრი გახდა. 22 წლის კიტეიშვილს "შტურმმა" ოთხსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმა.



altკიტეიშვილი "ვოლფსბერგერთან" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს [VIDEO]

3. ოთარ კაკაბაძე - "ლუცერნმა" "ხიმნასტიკიდან" საქართველოს ნაკრების მცველი ოთარ კაკაბაძე დაიმატა. ჩვენებურმა შვეიცარიულ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. გარიგების საფასურმა ნახევარი მილიონი ევრო შეადგინა.



altამის გამო გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი - ოთარ კაკაბაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

2. გიორგი აბურჯანია - საქართველოს ნაკრების 23 წლის ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია სეგუნდა დივიზიონის "ლუგოში" გადავიდა. "სევილიამ" აბურჯანია "ლუგოში" ერთი სეზონით გააიჯარა და მან ახალ გუნდში ასპარეზობა წარმატებულად დაიწყო.



altაბურჯანია ნუმანსიასთან მატჩის 84-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 90+5-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა [VIDEO]

1. გიორგი ქვილითაია - საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია "რაპიდიდან" "გენტში" გადავიდა. "გენტმა" გიორგის ოთხსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმა. სატრანსფერო თანხამ 3 მილიონი ევრო შეადგინა.



altგიორგი ქვილითაია შეცვლაზე შევიდა და "ბრიუგეს" გოლი გაუტანა




მკითხველის კომენტარები / 3 /
ჰოლანდიის ჩემპიონატიდან ამერიკის უბანძეს ჩემპიონატში და თანაც უბანძეს გუნდში გადასვლას საინტერესო და კარგ ტრანსფერს ეძახით?
ღადაობთ?
17:27 03-09-2018
2
kvilitaia uketes gundshi iko da eg migachniat sauketeso transferat))))
qomagi
17:48 03-09-2018
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული