"საფეხბურთო კლუბ "რუსთავის" სახელით მადლობას ვუხდით სიჭის გაწეული შრომისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალში", - აცხადებს "რუსთავი".
"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საფეხბურთო კლუბ "რუსთავს". ამ გუნდში დიდი დრო გავატარე... იყო წარმატებაც და იმედგაცრუებაც, მაგრამ არ ვნანობ "რუსთავში" გატარებულ დროს. ეს პერიოდი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ჩემს კარიერაში.
მე სულ დავრჩები "რუსთავის" გულშემატკივრად. მადლობა მინდა გადვუხადო თითოეულ ფეხბურთელს, სამწვრთნელო შტაბს და მთავარ მწვრთნელს, ვარლამ კილასონიას, რომელოც დამეხმარა წინსვლაში. მადლობა
ნახვამდის...
იმედია კიდევ მომეცემა შანსი, რომ "რუსთავისთვის" გავიტანო," – აღნიშნავს სიჭინავა.
სიჭინავამ ამ სეზონში "მერანსა" და "რუსთავში" იასპარეზა, მესამე გუნდში თამაშის უფლება არა აქვს და ამიტომ დროებით ქვედალიგურ "ლე პორტელის" ღირსებას დაიცავს, სადაც შეზღუდვა არ შეეხება.
დათა სიჭინავა "რუსთავში" დაბრუნდა
დათა სიჭინავა: "რუსთავიდან" ჩემი წასვლის მთავარი მიზეზი მწვრთნელი გაზაევია