"ჩემი მიზანი მაღალი დონის გუნდში გადასვლაა" - დათა სიჭინავა საფრანგეთში მიდის

AutoSharing Option
29 წლის ქართველმა ფეხბურთელმა დათა სიჭინავამ "რუსთავი" დატოვა და კარიერას საფრანგეთის ქვედალიგელ "ლე პორტელში" გააგრძელებს.

SPORTALL.GE ფეხბურთელს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა.

- რა იყო "რუსთავის" დატოვების მიზეზი?

- კლუბში არანაირი პრობლემა არ მქონდა. პირიქით, დამეხმარნენ, რომ წავსულიყავი. გამომიჩნდა ვარიანტი და პერსპექტივის გამო წავედი. იყო უფრო მაღალი დივიზიონის გუნდის ვარიანტიც,  მაგრამ უეფას წესებით, ერთ სეზონში ფეხბურთელს სამ სხვადასხვა კლუბში ასპარეზობის უფლება არ აქვს. ამიტომ დაბალ ლიგაში მივდივარ დროებით და სეზონის ბოლოს გაირკვევა, სად გადავალ. გააჩნია, როგორ ვითამაშებ.

- რა დონის
გუნდია "ლე პორტელი", რას ელოდებით ამ გუნდისგან და რა იქნება თქვენი მიზანი ამ სეზონში?

- ჩემი მიზანია, მაღალ დონეზე წარმოვაჩინო თავი, რათა უფრო მაღალი დონის ჩემპიონატსა და კლუბში გავაგრძელო თამაში.

- თუ საიდუმლო არ არის, რომელ კლუბებზე ან ჩემპიონატზეა საუბარი?
- კლუბზე ჯერ ვერაფერს გეტყვით. როცა იქნება რეალური შემოთამაზება, აუცილებლად გაგაგებინებთ. ახლა მივდივარ დაბალ ლიგაში, რათა თავი კარგად წარმოვაჩინო. ჩემი მიზანი მაღალი დონის კლუბში გადასვლაა.

მინდა, ამ შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო "რუსთავის" გულშემატკივრებს, ბატონ ვარლამ კილასონიას, მთლიანად სამწვრთელო შტაბსა და გუნდის სპორტულ დირექტორ ლევან სილაგაძეს.

დათა სიჭინავამ მიმდინარე სეზონში "მერანსა" და "რუსთავში" იასპარეზა. 2017 წლის სეზონში კი ეროვნულ ლიგა 2-ში 30 გოლის გატანა მოახერხა.

altდათა სიჭინავა კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული