როგორც გაუწყეთ, "სან ხოსეს" უხეიროდ ასპარეზობისათვის მოხსნეს მწვრთნელი მიკაელ შტარე და დროებით გუნდი მის ყოფილ თანაშემწეს სტივ რალსტონს ჩააბარეს.
ESPN-ის ცნობით, არაა გამორიცხული, "სან ხოსე" ბოშს ჩააბარონ, რომელიც გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის მწვრთნელი იყო "ვიტესში".
ბოში არნემულ გუნდს 2013-2013 წლებში ედგა სათავეში, შემდეგ "მაკაბისა" და "აიაქსში" მუშაობდა, შარშან "დორტმუნდს" მოძღვრავდა, მაგრამ დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვა, მოხსნეს და მას მერე უმუშევარია.
კაშია კაპიტნად, ვაკოს ულამაზესი გოლი და "სან ხოსეს" კიდევ ერთი ჩავარდნა [VIDEO]
mercurynews.com: მიწისძვრა სან ხოსეში - გუნდის მწვრთნელი მოხსნეს, კაშიამ დაცვის პრობლემა ვერ გადაჭრა