ბერიძემ უნგრეთის ჩემპიონატზე დუბლი შეასრულა და "დოჟას" გამარჯვება მოაპოვებინა

AutoSharing Option
უნგრეთის OTP BANK ლიგის მე-11 ტურში "დოჟა უიპეშტმა" სტუმრად "დიოშდიორი" 2:1 დაამარცხა და ამ მატჩში დუბლი 21 წლის ქართველმა შემტევმა გიორგი ბერიძემ შეასრულა.

დედაქალაქელები 0:1-ს აგებდნენ და გიორგიმ გოლები 75-ე და 89-ე წუთებზე გაიტანა. მას აქამდე ჩატარებულ ქვეყნის პირველობის 6 შეხვედრაში გოლი არ ჰქონდა გატანილი.

ბერიძე "დოჟაში" "გენტიდანაა" განათხოვრებული.

"დოჟა" 16 ქულით მერვე ადგილზეა და ერთი შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული. 27 ოქტომბერს ბერიძის გუნდი მტკ-ს ხვდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
კაკაბაძემ დიდი შეცდომა დაუშვა ლუცერნში გადასვლით. ტემპი და ძალისმიერ ფეხბურთს კი თამაშობენ , მარა ფარჩაკი დაცვა ყავს, ფაქტიურად არა ყავს. ალბათ ზამთარში ვინმეს დაიმატებენ თორე ასე შეიძლება ვაბშე გავარდნენ. გვილია შარშან მთავარი კაცი იყო მაგ გუნდში და ეხლა რა ჭირს ნეტა. ისე ლუცერნმა შარშანაც მეორე წრიდან დაიწყო თამაში. ნეტა ესპანეთში სხვა გუნდში ეცადა ბედი. იქ ლიდერი იყო, აქ ტიპიურ მცველს ათამაშებენ. ცუდია, ძალიან ცუდი. ნამდვილად უკეთეს გუნდს იმსახურებს. ერთადერთი სათამაშო დრო არ აკლია. ბერიძე მოუმატებს კიდევ.
ვასო
23:05 20-10-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული