უნგრეთის OTP BANK ლიგის მე-11 ტურში "დოჟა უიპეშტმა" სტუმრად "დიოშდიორი" 2:1 დაამარცხა და ამ მატჩში დუბლი 21 წლის ქართველმა შემტევმა გიორგი ბერიძემ შეასრულა.
დედაქალაქელები 0:1-ს აგებდნენ და გიორგიმ გოლები 75-ე და 89-ე წუთებზე გაიტანა. მას აქამდე ჩატარებულ ქვეყნის პირველობის 6 შეხვედრაში გოლი არ ჰქონდა გატანილი.
ბერიძე "დოჟაში" "გენტიდანაა" განათხოვრებული.
"დოჟა" 16 ქულით მერვე ადგილზეა და ერთი შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული. 27 ოქტომბერს ბერიძის გუნდი მტკ-ს ხვდება.