"გენტმა" გაიმარჯვა, ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა

AutoSharing Option
ბელგიურმა "გენტმა", რომელშიც ქართველი გიორგი ჩაკვეტაძე ასპარეზობს საკუთარ მოედანზე "კორტრიკი" ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

მატჩის პირველი ტაიმი სტუმართა უპირატესობით წარიმართა და 41-ე წუთზე დაწინაურდნენ კიდეც, თუმცა მეორე ტაიმში მასპინძლებმა სამი გოლის გატანა მოახერხეს და მატჩი მოიგეს.

საუკეთესო იყო "გენტის" უკრაინელი თავდამსხმელი რომან იარემჩუკი, რომელმაც დუბლის შესრულება მოახერხა, ერთი გოლი კი სტალონე ლიმბომბემ თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან გაიტანა.

ახალგაზრდა ქართველი გიორგი ჩაკვეტაძე აქტიური იყო და მოედანზე 90 წუთი გაატარა, გიორგი ქვილითაია კვლავ ტრავმირებულია.

ამ გამარჯვებით "გენტმა" 23 ქულა მოიპოვა და ბელგიის ჩემპიონატში მეხუთე პოზიციას
იკავებს.


altInStat-მა ჩაკვეტაძე მბაპესთან და კლუივერტთან ერთად 21-წლამდელთა სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა

altVoetbal24.be: "გენტი" გიორგი ჩაკვეტაძეს ძალიან მალე რეკორდულ თანხად გაყიდის

მკითხველის კომენტარები / 1 /
ნემანია ვიდიჩი ორი ყვითელით გააძევეს
აბო რუხაძე
20:46 04-11-2018
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული