გავლენიანი გერმანული სტატისტიკური სააგენტო "ტრანსფერმარკეტი" გიორგი ჩაკვეტაძის "ბაიერნში" შესაძლო ტრანსფერის ალბათობას 4%-ით აფასებს.
"გიორგი ჩაკვეტაძის სახელი გერმანიის რეკორდსმენის ინტერესის სფეროში დიდი ხანია არსებობს. ჯერ კიდევ 2017 წლის ზაფხულში მიუნხენურმა კლუბმა 6 მილიონი გამოჰყო თბილისის "დინამოდან" მის შესაძენად, თუმცა მას "გენტმა" დაასწრო.
ქართველ ფეხბურთელს "ბარსელონაც" აკვირდება, ანდორასთან გამართულ მატჩში კატალონიელებმა საკუთარი სკაუტები მისი
გიორგი ჩაკვეტაძემ სადებიუტო სეზონში "გენტის" რიგებში 19 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა, წელს კი 15 შეხვედრაში უკვე 4-ჯერ აიღო მეტოქის კარი.
"ჩვენ გვსურს, გუნდი მის გარშემო ავაშენოთ. ის ჩვენი მომავლის "ათიანია". გიორგის სანაცვლოდ 15 მილიონიც რომ გადაგვიხადონ, მას წასვლის უფლებას არ მივცემთ." - განაცხადა "გენტის" ტექნიკურმა დირექტორმა მიჩელ ლოუვაგიემ იანვარში.
მისი კონტრაქტი ძალაშია 2020 წლამდე. კლუბის ხელმძღვანელობის აზრით, მომავალი ზაფხული მის გასაყიდად საუკეთესო დროა, - ვკითხულობთ Transfermarkt.de-ზე.
გიორგი ჩაკვეტაძემ საქართველოს ნაკრების რიგებში ერთა ლიგაზე ჩატარებულ 6 მატჩში 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
8 ქართველი ჯგუფის სიმბოლურში - გიორგი ჩაკვეტაძე აქაც საუკეთესოა
Tut.by: საქართველო საინტერესო გუნდია, მათი ლიდერი 19 წლის ვუნდერკინდი - გიორგი ჩაკვეტაძეა
voetbalbelgie.be: "გენტმა" ჩაკვეტაძე შეიძლება 13 მილიონად გაყიდოს
Marca: "ტოტენჰემი" კრისტიან ერიქსენის გრძელვადიან შემცვლელად გიორგი ჩაკვეტაძეს განიხილავს