ზარანდიას ვერ აკავებენ - დუბლი შეასრულა და ეს ბიჭი ნაკრებში თამაშს იმსახურებს! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 ნოემბერს პოლონეთის ექსტრაკლასას მე-16 ტურში ლუკა ზარანდიას "არკამ" გდინიაში 4:1 დაამარცხა კრაკოვის "ვისლა".

ლუკამ მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა, დუბლი შეასრულა, საერთოდ, თავის გუნდში თამაში მიჰყავს და როდესაც შეხვედრის დასასრულს შეცვალეს, გულშემარკივრებმა ოვაციებით გააცილეს..

ზარანდიამ ქვეყნის პირველობის 13 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ის კარგად ასპარეზობს, ახალგაზრდაა, პერსპექტიულია და საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში თამაშს იმსახურებს.

"არკა" 23 ქულით მე-9 ადგილზეა და 30 ნოემბერს ბილოსტოკში "იაგელონიას" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ერთხელ ხომ გამოიყვანა მოედანზე. კიდევ ათამაშებს. აბა უცებ ქალაქი ვერ აშენდება. არა აქვს ნაკრებს ამხანაგური თამაშები, ამიტომ ძნელია მწვრთნელისთვის.
ისე დაცვას თუ ეხმარება? პასებს იძლევა? უბურთოდ მოძრაობს? და სხვა. ძალამიძეც უბერავდა თავიდან, მაგრამ ეხლა სადაა ხომ არ შემახსენებთ? ან ყენია, 16 წლის იყო მგონი ნაკრებში, ეხლა რას იქმს ლუქსემბურგში?
თქვენი ქება დიდება შეიძლება ამ ბიჭისთვის დათვური სამსახური იყოს.
ჰაჰა
11:38 27-11-2018
2
მარგალაიზერ მეგრელ.ბრავო ჯიმა.ნაკრებს ეს ბიჭი ძალიან გააძლიერებს...
ბაჩო
11:15 27-11-2018
1

სიახლეები პოპულარული