26 ნოემბერს პოლონეთის ექსტრაკლასას მე-16 ტურში ლუკა ზარანდიას "არკამ" გდინიაში 4:1 დაამარცხა კრაკოვის "ვისლა".
ლუკამ მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა, დუბლი შეასრულა, საერთოდ, თავის გუნდში თამაში მიჰყავს და როდესაც შეხვედრის დასასრულს შეცვალეს, გულშემარკივრებმა ოვაციებით გააცილეს..
ზარანდიამ ქვეყნის პირველობის 13 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ის კარგად ასპარეზობს, ახალგაზრდაა, პერსპექტიულია და საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში თამაშს იმსახურებს.
"არკა" 23 ქულით მე-9 ადგილზეა და 30 ნოემბერს ბილოსტოკში "იაგელონიას" შეხვდება.