90min.de: ჩაკვეტაძე "ბაიერნის" შესაძენ ფეხბურთელთა სიაში მეხუთეა

AutoSharing Option
გერმანული საიტი 90min.de იუწყება, რომ შესაძლოა, "ბაიერნმა" ზამთარში რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატოს და მათ შორის "გენტის" ნახევარმცველს გიორგი ჩაკვეტაძეს მოიხსენიებს.

კლუბის პრეზიდენტი ული ჰიონესი უკმაყოფილოა გუნდის უხეირო ასპარეზობით და ამბობს, რომ შემადგენლობა გადახალისდება და ახალ სახეს მიიღებს.

პორტალი ხუთი ფეხბურთელის ვინაობას გვამცნობს, რომელთა შორის ჩაკვეტაძე მეხუთეა.

"ის ბელგიის ლიგის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია. "მარკას" ცნობით, 2017 წლის ზაფხულში მიუნხენური კლუბი ცდილობდა ჩაკვეტაძის შეძენას და ახლა მისადმი ინტერესი განაახლა".

4. კონსტანტინოს მანოლასი (რომა)
3. ლუკა იოვიჩი (აინტრახტი)
2. აარონ რამსი (არსენალი)
1. ბენჟამინ პავარი (შტუტგარტი)

მკითხველის კომენტარები / 4 /
ესე იგი, ნეიმეარი ბრუნავს მინდორზე და მსაჯს სიმულაცია ჰგონია... :/
ვვვ
15:41 28-11-2018
2
გიორგიმ უკეთესად იცის მისთვის როგორ ჯობია, თუმცა ჩემი აზრით ბაიენრნში გადასვლა ნაადრევია მისთვის მითუმეტეს ზამთარში სჯობს გენტში დარჩეს სეზონის ბოლომდე და მერე წავიდეს კარგ ჩემპიონატში და ისეთ გუნდში სადაც ექნება სათამაშო პრაქტიკა, რომ ნელნელა აიმაღლოს კლასი რა მნიშვნელობა აქვს ბაიერნში იჯდები სკამზე თუ ბარსელონაში.
ბევრი ფეხბურთელი მახსენდება,რომლებიც ნაადრევად გადავიდნენ დიდ გუნდებში და შემდეგ მათი კარიერა დამთავრდა მინდა, რომ ეს ბიჭი უმაღლესი დონის ფეხბურთელად ჩამოყალიბდეს,მაგრამ ჯერ ასეთი დონის გუნდები ჩემი აზრით ადრეა.
გიორგი
12:04 28-11-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული