გიორგი ჩაკვეტაძემ გოლი გაიტანა, საგოლე პასი გააკეთა და "გენტი" თასის 1/4-ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
4 დეკემბერს ბელგიის სამეფო თასის მერვედფინალში გიორგი ჩაკვეტაძის "გენტმა" მეორე ლიგის ლიდერი "ბეერსხოტი" საკუთარ მოედანზე 3:0 დაამარცხა.

ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა, მეორე გოლი მცველმა სიგურდ როსტედმა მისი გადაცემით 43-ე წუთზე გაიტანა, 90+1-ე წუთზე კი თავად დალაშქრა მეტოქის კარი.

"გენტი" თასის 1/4 ფინალში გავიდა, ხოლო რაც შეეხება ჩემპიონატს, ექვსეულში მოსახვედრად იბრძვის (ამჟამად მერვე ადგილზეა) და 9 დეკემბერს "ეუპენს" მასპინძლობს.

გიორგიმ ქვეყნის პირველობის 17 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
იმედია არ გაფუჭდება ! ველოდებით წინსვლას
პროჭი რენდი
12:36 07-12-2018
0
როგორ კომბინაციურ ფეხბურთს აჩვენებს ეს ევრიპული საშუალოზე დაბალი დონის გუნდი
3 წელია ვაისს ფორმაციის ნაკრების თამაშს ვუყურებ ერთი კომბინაციის ნატამალი ვერ ვნახე ვარჯიშებზე დამუშავებული
margveli
15:19 05-12-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული