სტატიაში ასევე მოყვანილია გიორგი ქვილითაიას კომენტარები, რომელიც ჩაკვეტაძეს ახასიათებს.
"საქართველოს ნაკრებში ხმაურიანი დებიუტის შემდეგ "გენტის" დრიბლიორს ისეთი თანამემამულეების გვერდით ახსენებენ, როგორებიცაა შოთა არველაძე, თემურ ქეცბაია და გიორგი ქინქლაძე.
ხუთი გოლი 7 საერთაშორისო მატჩში შთამბეჭდავი სტატისტიკაა, რომელსაც ჩაკვეტაძე ვერ წარმოიდგენდა. 24 მარტს ლიეტუვასთან (4:0) მატჩში დებიუტი ჰქონდა და ეგრევე გაიტანა. საქართველოს ნაკრების სლოვაკმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა "გენტის" ტალანტის ისტორიაში შესვლას შეუწყო
"ამ გოლების შემდეგ ის ნამდვილად ცნობილი გახდა", - ამბობს გიორგი ქვილითაია, რომელიც მისი თანაგუნდელია "გენტში".
"ადრე ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავდა. ზოგიერთ მათგანს კარგი კარიერა ჰქონდა ბუნდესლიგაში, პრემიერლიგაში ან სერია A-ში. ვფიქრობ, ის ლევან კობიაშვილს, შოთა არველაძეს, კახა კალაძეს, თემურ ქეცბაიასა და გიორგი ქინქლაძეს გაუთანაბრდება.
მაგრამ ის არასდროს გახდება ღია წიგნი, რადგან გიორგის ჟურნალისტები არ უყვარს, საქართველოშიც კი. მე მისი მფარველის როლში გამოვდივარ, ვცდილობ, მას პროფესიონალურად, სპორტულ ცხოვრებაში და არამარტო დავეხმარო, რადგან საზღვარგარეთ ყოფნის გამოცდილება მაქვს", - ამბობს ქვილითაია.
ჩაკვეტაძე ძალიან ამაყობს თავისი მიღწევებით ქვეყანაში. ის ხშირად აჩვენებს საკუთარ ბელგიელ ნაცნობებს Youtube-ზე თავის გოლებს. გარდა ამისა, ნიჭიერი მოთამაშე პლანშეტით მათ საქართველოს ფოტოებსაც ათვალიერებინებს, რადგან ის ამაყობს თავისი წარმოშობით.
ესპანურმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ბარსელონამ" ანდორასთან ერთა ლიგის მატჩზე ჩაკვეტაძის დასაკვირვებლად სკაუტები გაგზავნა. ამ ამბავს "გენტში" ნერვიულობა არ გამოუწვევია.
"ჩემთვის გიორგის თამაშის დონის ამაღლება გაკვირვებას არ იწვევს", - ამბობს გენერალური მენეჯერი მიჩელ ლოვეჯი.
ინტერესი მის მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ერთა ლიგის ბოლო მატჩში ჩაკვეტაძემ ყაზახეთს კვლავ გაუტანა და საქართველომ 2:1 მოიგო.
ჩაკვეტაძემ ბოლო მატჩი 10-ნომრიანი მაისურით ითამაშა, რომელიც მის თანაგუნდელს, გიორგი ქვილითაიას ეკუთვნის. ჩაკვეტაძე ყაზახეთთან 93-ე წუთზე შეცვალეს და "დინამო არენაზე" შეკრებილმა გულშემატკივარმა ის ოვაციებით გააცილა".
თანაგუნდელი ჩაკვეტაძეზე: ამჯერად ეს გიორგის გოლი იყო
გიორგი ჩაკვეტაძემ გოლი გაიტანა, საგოლე პასი გააკეთა და "გენტი" თასის 1/4-ფინალში გავიდა [VIDEO]