გიორგი მერებაშვილმა პოლონეთის ჩემპიონატზე დუბლი შეასრულა.
ექსტრაკლასას მე-18 ტურში პლოცკის ვისლა" კელცეში "კორონას" დაუზავდა - 2:2.
ამ შეხვედრაში, რომელსაც 5 326 მაყურებელი დაესწრო, მასპინძლები ორჯერ დაწინაურდნენ და მერებაშვილმა ორივეჯერ გაათანაბრა ანგარიში. ბოლო გოლი მან 90+1-ე წუთზე გაიტანა და თავის გუნდს ქულა მოუპოვა.
მან პოლონეთის მიმდინარე პირველობის 17 მატჩში 5 გოლი გაიტანა.
"კორონას" ნახევარმცველი ვატო არველაძე განაცხადში არ იყო.
"ვისლა" 19 ქულით მე-11 ადგილზეა და 14 დეკემბერს კრაკოვის "ვისლას" მასპინძლობს.
გიორგი მერებაშვილი: ჩემი გოლით ძალიან ბედნიერი ვარ, ევროპაზე უნდა გავიდეთ