დანიის სუპერლიგის მე-19 ტურში "რანდერსმა" სტუმრად "ვენსდსისელი" 1:0 დაამარცხა და გოლი ქართველმა თავდამსხმელმა საბა ლობჟანიძემ გაიტანა.
საბამ 44-ე წუთზე თანაგუნდელისგან გადაცემა მიიღო და ერთი შეხებით ბურთი მეკარეს თავზე გადაუგდო.
ლობჟანიძემ ამ სეზონში ქვეყნის პირველობაზე 19 მატჩში 4 გოლი გაიტანა.
"რანდერსი" 25 ქულით მე-8 ადგილზეა და 15 დეკემბერს "ვეილეს" მასპინძლობს.