დავით ხოჭოლავა: "ლიონის" თამაში დეტალურად განვიხილეთ და სათამაშოდ მზად ვართ

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" მცველ დავიდ ხოჭოლავას თქმით, მისი გუნდი დღეს, 12 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში "ლიონის" წინააღმდეგ სათამაშოდ მზადაა.

Tribuna.com-თან საუბრისას ქართველმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ "შახტარი" "ლიონთან" სათამაშოდ სამი დღეა ემზადება და მეტოქის ყველა დეტალი გარჩეული აქვს.

"ფსიქოლოგიურად სრულიად მზად ვართ. სამი დღეა მეტოქის თამაშის სტილს დეტალურად განვიხილავთ, ვსწავლობთ მათ შეტევისა და დაცვის მოქმედებებს, დღეს კი სრულყოფილად ვუყურეთ მათ მიერ შესრულებულ სტანდარტებს. ამიტომ კარგ ხასიათზე და სრულ ფსიქოლოგიურ მზადყოფნაში ვართ", - განაცხადა დავით ხოჭოლავამ.

ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურის
მატჩი კიევში გაიმართება. იმ შემთხვევაში, თუ დონეცკური კლუბი "ლიონს" დაამარცხებს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავა.

altკიევი "შახტარის" მხარდასაჭერად ემზადება - ათამაშებენ "ლიონთან" ხოჭოლავას?

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული