გიორგი წიტაიშვილი საქართველოს ნაკრებზე: როცა კონკრეტულად იქნება საუბარი...

AutoSharing Option
18 წლის გიორგი წიტაიშვილს რამდენიმე დღის წინ კიევის "დინამოს" რიგებში ევროპა ლიგაზე დებიუტი ჰქონდა, ახალგაზრდა  თავდამსხმელი ვეტერანი ქართველი ფეხბურთელის კლიმენტი წიტაიშვილის შვილია.

გიორგიმ რამდენიმე კვირის წინ კიევის "დინამოსთან" 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, არადა იწერებოდა, რომ მისით სხვა კლუბებიც იყვნენ დაინტერესებული, ის უკრაინის მოქალაქეა და ამ ქვეყნის ასაკობრივი ნაკრების წევრიცაა.

ჩვენ ახალგაზრდა ფეხბურთელს კიევში დავუკავშირდით და სხვადასხვა თემებზე ვესაუბრეთ, მათ შორის საქართველოს ნაკრებზეც.

- ერთი თვის წინ "დინამოსთან" 5-წლიან ხელშეკრულებას მოაწერე ხელი, სხვა კლუბებიდან შემოთავაზებები იყო?
- 3-4 კლუბიდან შემოთავაზება იყო,
მაგრამ მე არავისთან მისაუბრია, რადგან ვიცოდი, რომ "დინამოში" დავრჩებოდი, ამიტომ კონტაქტზე არავისთან გავსულვარ, მაგრამ რომელ კლუბებზეა საუბარი, ამის თქმა არ მსურს.

- კიევის "დინამოს" ძირითად გუნდში რამდენიმე მატჩი ჩაატარე, დებიუტი გქონდა ევროპა ლიგაზეც, რა არის შენი მთავარი მიზანი ამ სეზონში?
- მე ყოველთვის ერთი მიზანი მქონდა, სადაც არ უნდა ვიყო, 19-წლამდელთა გუნდში, დუბლებში თუ პირველ გუნდში, მთავარია რომ ლიდერი გავხდე. 19-წლამდელთა გუნდში ლიდერი სამ თვეში გავხდი, დაახლოებით იგივე მოხდა დუბლებშიც, ახლა კი ჩემი მიზანია პირველ გუნდის ლიდერი გავხდე და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ.

- და ზოგადად კარიერაში რა მიზანი გაქვს?
- მთავარია, გავიზარდო როგორც ფეხბურთელი და ტოპ-კლუბში ვითამაშო, ისე კი "ბარსელონას" და მესის გულშემატკივარი ვარ.

- კიევში როგორ აღმოჩნდი, რა გზა გაიარე "დინამოს" აკადემიამდე?
- მამაჩემი "ანორთოსისში" თამაშობდა და თავიდან მეც ამ კლუბის აკადემიაში ვიყავი, შემდეგ თემურ ქეცბაიამ და გიორგი ქინქლაძემ მამაჩემს ურჩიეს, რომ კიევის "დინამოს" აკადემიაში მივეყვანე, რომ ფიზიკურად და მენტალურად გავზრდილიყავი, მივედი სინჯებზე და ამიყვანეს.

- გიორგი, შენ უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების წევრი ხარ, საქართველოს ნაკრებში სურვილი გაქვს?
- საქართველოს ნაკრებში თამაში ბავშვობიდან მინდოდა, მეტსაც გეტყვით, ეს ჩემი მიზანია, როცა კონკრეტულად იქნება საუბარი, შემდეგ გადავწყვეტ, რა იქნება ჩემთვის უკეთესი.

- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან არ დაგკავშირებიან?
- არა, მხოლოდ მამაჩემთან ჰქონდათ საუბარი, ჩემთან და "დინამოსთან" არავის უსაუბრია, ჩემი მიზანი მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშია, ახალგაზრდულში თამაშის სურვილი არ მაქვს.

-ანუ, თუ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოგიძახებენ, დათანხმდები?
- მე როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად მზად ვარ ეროვნული გუნდისთვის, ამიტომ თუ ჩემით დაინტერესდებიან, დავფიქრდები და ამის შემდეგ მივიღებ გადაწვეტილებას.

- საქართველოს ნაკრების ასპარეზობას თუ ადევნებ თვალს?
- კი, სულ ვუყურებ და მიხარია, რომ კარგ შედეგს აჩვენებენ, მათი თამაშის ხარისხიც მომწონს.

- ძველი წლების მსგავსად, უკრაინაში ბევრი ქართველი ლეგიონერი აღარ არის, მანდ მყოფ ქართველ ფეხბურთელებთან თუ გაქვს ურთიერთობა?
- ლუკა ლოჩოშვილთან, დავით ფარცვანიასთან და ლუკა კობერიძესთან ვარ ახლოს, ახლა აღარ არის ბევრი ქართველი, აქ თუ მხოლოდ ფეხბურთით ცხოვრობ და პროფესიონალი ხარ, ყველგან ითამაშებ. ბევრი რამისგან თავი უნდა შეიკავო, ბევრს ამის პრობლემა ჰქონდა და ამის გამო ვერ ითამაშეს, ამიტომ მხოლოდ ფეხბურთზე უნდა იფიქრო.

- თავისუფალ დროს რას აკეთებ? რითი ერთობი?
- ვვარჯიშობ, როცა თავისუფალი ვარ, კინოში დავდივარ ხოლმე, ან ოჯახთან ერთად ვატარებ დროს, კიევში ბევრი ნათესავი მყავს და მათ ვსტუმრობ, ზოგჯერ კი ქართულ რესტორანში დავდივარ, რომ ქართული სამზარეულოს გემო არ დამავიწყდეს.

- საქართველოში არ ჩამოდიხარ ხოლმე?
- 3-4 წელი არ ვიყავი საქართველოში ნამყოფი, ორი კვირის წინ კი რამდენიმე დღით ჩამოვედი, ვინახულე ყველა და დავბრუნდი, სულ ვვარჯიშობ, შეკრებისთვის ვემზადები და ბევრი დრო არ მაქვს, რომ საქართველოს ხშირად ვესტუმრო.

altევროტურნირებზე წიტაიშვილის დებიუტი შედგა - ის უკრაინული თუ ქართული ფეხბურთის იმედია?

altწიტაიშვილი: აქ გავიზარდე და კიევის "დინამო" ჩემთვის ყველაფერია

altგიორგი წიტაიშვილი უკრაინის საუკეთესო ტალანტების გამოკითხვაში მეოთხე ადგილზე გავიდა

მკითხველის კომენტარები / 19 /
არავინ არავის გამოკიდებია და იმედია არც გამოეკიდებიან ...ან კიდევ 19 წლის ბავშვი ცოტათი უცნაურად ჟღერს როდესაც 18 წლისანი ჯარში მიყავთ ...და ხშირადაც ომში !!! მაგ “ბავშვის” ნათქვამი ეგრე ითარგმნება : მე ახალგაზრდულში არ მინდა და პირველ ნაკრებში კი დავფიქრდებიო ...ესე იგი თუ უკრაინამ არ მიიწვია ჩვენზე ადრე აი მაშინ კი გადახედავს ითამაშოს ჩვენთან თუ არა ...ბევრი მყავს ეგეთი ნანახი რომ ორ სკამს გაკიდებულნი იატაკზე დანარცხებულნი ...სად თამაშობს გოგია და ძმანი მისანნი ? ბავშვებს რა ვუთხრათ სანამ გენერლის ჩინს არ მოგცემენ ჯარში არ წახვიდეთ სამშობლო დაიკიდეთ თქო ...როგორც მელქაძემ ,ჯიქიამ,გოგიამ და ეგეთმა ბევრმა....იმედია ეს ამ სიაში არ მოხვდება!!!
Auee
19:25 23-12-2018
3
ამის თამაშს ვუყურე იაბლონეცთან და კარგი ბიჭია მაგრად ამწვავებდა თამაშს, მაგრამ ნაკრებში თამაში თუ გინდა რა დაფიქრება გჭირდება თუ შემოგთავაზებენ
Ultranationalist
12:03 23-12-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული