
21 დეკემბერს, პოლონეთის ექსტრაკლასას მე-20 ტურში ლუკა ზარანდიას "არკა" გდინიაში დაუზავდა (3:3) გიორგი მერებაშვილის პლოცკის "ვისლას".
ციოდა, ნისლი იყო და მაიევსკის სახელობის 15 139-იან სტადიონზე თავისი გუნდის მხარდასაჭერად მხოლოდ 3 901 გულშემატკივარი მივიდა.
თავიდან 2:0 სტუმრები დაწინაურდნენ, შემდეგ მასპინძლებმა ჯერ ერთი ბურთი გაქვითეს, შემდეგ კი 62-ე წუთზე ზარანდიამ პენალტი გამოიმუშავა (მცველმა ადამ ძვიგალამ წააქცია), რომელიც მიხალ იანოტამ გაიტანა. მანვე 84-ე წუთზე თავისი გუნდი დააწინაურა, მაგრამ 89-ე წუთზე პლოცკელემა ქულის გადარჩენა მოახერხეს.
დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია მერებაშვილს.
"არკა" 25 ქულით მეცხრე
ადგილზეა, ხოლო "ვისლა" 20 ქულით მეთორმეტეზე.
"არკა" 10 იანვარს "კორონას" უმასპინძლებს, "ვისლა" კი სტუმრად "იაგელონიას" დაუპირისპირდება.