ოფიციალურად: გიორგი გაბედავა "ზაგლებიეს" ფეხბურთელია

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურას" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი გიორგი გაბედავა სოსნოვიეცის "ზაგლებიეში" ჩაირიცხა - ამის შესახებ პოლონური კლუბის ვებგვერდი იუწყება.

29 წლის ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე, 2019 წლის ივნისამდე გააფორმა და იმ შემთხვევაში, თუ "ზაგლებიე" ექსტრაკლასაში დარჩენას მოახერხებს, ხელშეკრულება ერთი წლით გახანგრძლივდება.

დღეის მდგომარეობით, კლუბი პოლონეთის უმაღლეს დივიზიონში ბოლო პოზიციას იკავებს.

გიორგი გაბედავამ ეროვნული ლიგა 1-ის გასულ სეზონში 22 გოლი გაიტანა და ბუდუ ზივზივაძესთან ერთად საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

სფფ-ის 2018 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე კი ის ეროვნული ლიგის საუკეთესო თავ
დამსხმელად და ფეხბურთელად დასახელდა.

altგიორგი გაბედავა პოლონეთის ბოლოადგილოსან კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

მკითხველის კომენტარები / 6 /
წარმატებები გიორგის.
გიზოგ
11:34 04-01-2019
0
წარმატებები გაბედავას!ტრაპლინად შეიძლება გამოიყენოს უკეთესი გუნდისკენ.

პაატა
22:42 03-01-2019
0

სიახლეები პოპულარული