როგორც Zentralplus.ch-ი და Luzernerzeitung.ch-ი იუწყებიან, გვილია კლუბთან ერთად ესპანეთში შეკრებაზე არ მიემგზავრება და პოლონეთის ექსტრაკლასას ერთ-ერთ კლუბს იჯარის წესით შეუერთდება, თუმცა კონკრეტული კლუბი არ სახელდება.
ვაკო გვილიას მიერ "ლუცერნის" შესაძლო დატოვების შესახებ დიდი ხანია იწერება. შვეიცარიელთა დამრიგებელი რენე ვეილერი ქართველ მოთამაშეს არ ენდობა და ის კლუბში ფიზიკურად ძლიერი ნახევარმცველის მიყვანას აპირებს.
ვაკო გვილია "ლუცერნში" ბელორუსის "ბატედან" 2018 წლის იანვარში გადაბარგდა და ახალი მთავარი მწვრთნელის მოსვლამდე ძირითადი შემადგენლობის
გვილიას "ლუცერნი" არ დაუტოვებია - დღეს მან და კაკაბაძემ "ვინტერტურთან" ითამაშეს