"როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ყაზახეთის პრემიერლიგის მეხუთეადგილოსანი "კაისარი" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელ გიორგი მერაბაშვილთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ყაზახმა გულშემატკივარმა ის ერთა ლიგაზე გაიცნო, როცა მან ჩვენს გუნდს თბილისურ მატჩში გადამწყვეტი გოლი გაუტანა. გიორგი მერებაშვილს პოლონურ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში უმთავრდება" - ვკითხულობთ Sports.kz-ზე.
გიორგი მერებაშვილი "ვისლაში" 2016 წლიდან თამაშობს. Transfermarkt.de ქართველ ფეხბურთელს 400 ათას ევროდ აფასებს.
Sports.kz: ორი ყაზახური კლუბი საქართველოს ნაკრების შემტევი ფეხბურთელისთვის იბრძვის