ვაკო გვილია "პოლონელი მეშახტე" გახდა

AutoSharing Option
პოლონეთის ზაბჟეს "გურნიკის" საიტი იჯარით "ლუცერნის" ქართველი ნახევარმცველის ვაკო გვილიას აყვანას გვამცნობს.

როგორც იცით, გვილია გუნდის ახალმა მწვრთნელმა რენე ვეილერმა რატომღაც აითვალწუნა და სეზონის ბოლომდე "გურნიკში" გაანათხოვრეს.

"გურნიკი" ზაბჟეს "მეშახტეთა" გუნდია, ჩემპიონატზე 20 ტურის შემდეგ 12 ქულით უკანასკნელ, მე-16 ადგილზეა და გვილიას დიდი იმედი აქვთ.

კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრი არტურ პლატეკი ამბობს, რომ გვილია მათი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება.

გვილია დღეს ჩაფრინდა პოლონეთში, საბუთები გაუფორმეს და უმალ კვიპროსულ შეკრებაზე წაიყვანეს.

პოლონეთის ექსტრაკლასა 9 თებერვალს განახლდება და "გურნიკი" ვროცლავში "შლიონსკს" შეხვდება.
ასე რომ, ვაკოს ახალ გუნდში ადაპტაციისთვის საკმაო დრო აქვს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ნეტავიხელფასი რამდენი აქვს?! იქნება საქართველოში გადმოსულიყო, ნებისმიერ გუნდს გააძლიერებდა!
aburjga
12 იანვარი 2019 11:31
1
ბატეში ტყუილად არ იჯდა სკამზე. ლუცერნშიც იგივე სურათი იყო. დასკვნა- ესე იგი არ ვარგა თავად ფეხბურთელი
ვაი ვაი
12 იანვარი 2019 08:50
4
ამაზე ამბობთ კარგი ფეხბურთელიაო? ნახტომი არა კიდევ ის. პირიქით ჩახტა ჭაობში!
ხვიჩა
12 იანვარი 2019 08:45
2
მეშახტეობა თუ გინდოდა ტყიბულში არ იყო აგერ პოლონეთში რო არ წასულიყავი ააა>>>> მე ეს ფეხბურთელი მეგონა და მეშახტე ყოფილა კაცო.. წარმატებები თავს გაუფრთხილდიი თავს.........
reali
12 იანვარი 2019 08:16
1
აი ეს ქართველები იქნებიან, ტობოლებში და გრუზავიკებში გადასროლილი გარიყული ქართველები რომ გიტირებენ დედას. ვიღაცეებს
მგელი_.
12 იანვარი 2019 06:32
0
აი ეს ქართველები იქნებიან, ტობოლებში და გეუზავიკე
მგელი_
12 იანვარი 2019 06:30
0
არაუშავს, ზოგჯერ ერთი ნაბიჯის უკან გადადგმა გვიწევს ნახტომის გასაკეთებლად. წარმატებები
გიორგი
11 იანვარი 2019 23:57
0
ბიჭო, ბიჭო, ბიჭო პოლონეთში და ისიც ბოლო ადგილოსანში? ვიცინო თუ ვიტირო აღარ ვიცი უკვე.
Nnn
11 იანვარი 2019 23:07
19
vis rashi ainteresebs sheni tirili. adamiani shromobs ragacas cdilobs rom miagcios da dascini. polonetis eg bol9 adgilosanic bevrad agemateba akaur chempionatis gundebs.carmateba vakos
borgati
12 იანვარი 2019 11:48
0
დაიკიდე ვაფშე...
333
12 იანვარი 2019 09:11
0
წარმატებები ვაკოს
irakli
11 იანვარი 2019 22:36
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული