28 წლის ქართველი ნახევარმცველი ზაქარია ბეგლარიშვილი "ფლორადან" ბუდაპეშტის "ჰონვედში" გადავიდა.
კლუბის საიტი იუწყება, რომ არაერთ ფეხბურთელს აკვირდებოდნენ და საბოლოოდ არჩევანი ბეგლარიშვილზე შეაჩერეს.
საიტი გულშემატკივრებს აცნობს მის ბიოგრაფიას და აუწყებს, თუ რაოდენ წარმატებულად ასპარეზობდა ესტონეთის ჩემპიონატზე.
ის ახალ გუნდში სეზონის დასრულებამდე იჯარის წესით ითამაშებს.
ბეგლარიშვილმა განაცხადა, რომ იცნობს გუნდის მდიდარ ისტორიას, ესტონეთში ყველაფერს მიაღწია და ახალი გამოწვევისთვის მზადაა.
18 ტურის შემდეგ "ჰონვედი" უნგრეთის ჩემპიონატზე 29 ქულით მე-4 ადგილზეა.
მადიართა პირველობა 2 თებერვალს განახლდება და "ჰონვედი" ლიდერ "ფერენცვაროშს" შეხვდება, რომლის რიგებში შესაძლოა
"პოგონიდან" ქართველი მცველი ლაშა დვალი გადავიდეს.
ბეგლარიშვილმა ესტონეთის მოქალაქეობა მიიღო და გაზაფხულიდან მათი ქვეყნის ნაკრებში იასპარეზებს.